„ბაჩანა ლობჟანიძე უცნაურად გამოჩნდა, „ZAG“-საც სწერდა, როგორც თამუნას მეგობარი და ინფორმაცია აინტერესებდა“ – „ZAG“-ის იურისტი

ბაჩანა

კომპანია „ზეგის“ იურისტის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ბაჩანა ლობჟანიძე ვიდრე საზოგადოებაში გამოჩნდებოდა, „ზეგის“ თანამშრომლებს, როგორც თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი სწერდა და მათგან ინფორმაციის მიღებას ცდილობდა. აღნიშნულის შესახებ ჭაბაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ ისაუბრა.

„ბაჩანა ლობჟანიძე ზოგადად ძალიან უცნაურად გამოჩნდა და ორი სიტყვით ვიტყვი, ვიდრე მის შესახებ საზოგადოება საჯაროდ გაიგებდა, კომპანია „ზეგსაც“ წერდა, როგორც თამუნას მეგობარი და აინტერესებდა ჩვენგან ინფორმაცია. პლუს, თამუნას მეგობარმა გუშინ იგივე დაადასტურა ინტერვიუში. ეს ადამიანი თავისი ფეხით დადის გამოძიებაში და ეხვეწება დამკითხეთო, შეაწუხა გამომძიებლებიც. მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, სიმართლე გითხრათ, ნახევარს ვერც ვიგებ, ლოგიკურ ჯაჭვს ვერ მივყვები, არა იმიტომ რომ მე არ მაქვს ამის უნარი, ალბათ, უმეტესობა ასე არის. რაც შეეხება ჩხრეკას, არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. მე უშუალოდ ორი პიროვნების ბინის ჩხრეკას დავესწარი, ჩემ კოლეგებს რომ ვკითხე, პირადი, ბებიის და ბავშვის კომპიუტერები, ლეპტოპები წაიღეს“, – განაცხადა ჭაბაშვილმა.

დაწერე კომენტარი