„ბაჩალიაშვილთან ბოლო კონტაქტი 12 ივლისს მქონდა, მაშინ მან უნივერსიტეტში მიღწეული წარმატება მომილოცა“ – მიშო იაკობიძე

მიშოო

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალმა ფიგურანტმა, მიშო იაკობიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვა. მიშო იაკობიძე დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც ბაჩალიაშვილის „შეყვარებულმა“ ბაჩანა ლობჟანიძემ მისი სახელი და გვარი გააჟღერა. როგორც მიშო იაკობიძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ნამდვილად ეძებდა თამარ ბაჩალიაშვილს სოფელ გოლთეთსა და ხაიშის მიმდებარე ტერიტორიებზე, თუმცა მისივე თქმით საეჭვო ვერაფერი იპოვა.

„თამარის გაუჩინარების ამბავი სოციალური ქსელიდან შევიტყვე და შესაბამისად გავემართე იმ მიმართულებით, სადაც ეძებდნენ. საეჭვო ვერაფერი ვნახე და იმავე დღეს დავბრუნდი უკან“, – აღნიშნა იაკობიძემ.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილთან ბოლო კონტაქტი 2020 წლის 12 ივლისს ჰქონდა, მაშინ, როცა ბაჩალიაშვილმა მას უნივერსიტეტის წარმატება მიულოცა.

დაწერე კომენტარი