ნათია მეზვრიშვილი ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის საქმეზე – არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში გამართლებული იყო

მათია მეზვრიშვილი

არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში იყო გამართლებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხს.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, შსს-ს მკაცრი პოლიტიკა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან მიმართებაში ვერ აღსრულდება, თუ ყველა უწყება და მათ შორის პრეზიდენტი არ გაატარებს მკაცრ პოლიტიკას ასეთ დანაშაულთან.

ხელნაკეთი ქალის ჩანთა

“ამ ადამიანს წარსულში ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის. მან მაშინ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა მეუღლეს, რომლის შვილის მკვლელობაშიც ახლა ბრალი ედება. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში იყო გამართლებული. ზოგადად, მიდგომა შინაგან საქმეთა სამინისტროსი ამ კატეგორიის დანაშაულთან დაკავშირებუთ არის საკმაოდ მკაცრი. ვერ მოხდება ჩვენი მკაცრი პოლიტიკის აღსრულება პრაქტიკაში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ეფექტურად დაცვა, თუ ყველა უწყება და მათ შორის პრეზიდენტი არ გაატარებს მკაცრ პოლიტიკას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან მიმართებით”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილემ შემაკავებელი ორდერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„შემაკავებელი ორდერი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ მოძალადის ქცევის შეკავება და ძალადობის თავიდან არიდება მოახდინოს, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა მხოლოდ შემაკავებელი ორდერი საკმარისი არ არის და როცა ასეთი შემთხვევებია, სათანადო იძულების ღონისძიების გამოყენება ხდება – ეს იქნება დაკავება თუ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. შემაკავებელი ორდერი საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომ მოძალადეები შევაკავოთ”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

იტვირთება…

პოპულარული

რა შემთხვევაში არ გაუშვებენ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში - ახალი საკანონმდებლო ცვლილება
„კოდუას უმადლოდეთ ივანიშვილი რომ ცოცხალია... ივანიშვილმა მშვენივრად იცოდა და პატარკაციშვილის ლამის დახვრეტას მოითხოვდა“ - ნიკა გვარამია
„ამით ჩემი მძიმე დღეები სავარაუდოდ დასრულდა“ - როგორია ირაკლი წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა
გიორგი ქისტაური ლიზა ქისტაური გახდა - ,,ხშირად წამომხტარვარ და მიტირია გათენებამდე“ (ვიდეო)
დაწერე კომენტარი