“ბატონო გახარია, ჯერ ერთი, გინდა ნაცმოძრაობის, გინდა მელიას და გინდა ვისიც გნებავთ ტერიტორიად მთავარი არხის გამოცხადება, სამარცხვინოა”- გვარამია

ნიკა გვარამია-გიორგი გახარია

მოდი, თქვენივე ტერიტორიაზე, თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები – პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ კახა კალაძეს ტელეკომპანია „იმედზე“, ხოლო ნიკა მელიას „მთავარ არხზე“ დებატებში მონაწილეობა შესთავაზა.

გახარიას აღნიშნულ განცხადებას ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებელი ნიკა გვარამია ასე გამოეხმაურა:

“ბატონო გახარია,

ჯერ ერთი, გინდა ნაცმოძრაობის, გინდა მელიას და გინდა ვისიც გნებავთ ტერიტორიად მთავარი არხის გამოცხადება, სამარცხვინოა და ირაკლი კობახიძის და ვოლსკის კლასიკა. და ისევ მანდ თუ ხართ, არ ვიცი. მეორე, ჩემთან პირისპირ ინტერვიუს, რომელიც პრაქტიკულად შეთანხმებული იყო 19 სექტემბერს, დებატებით ვერ ჩაანაცვლებთ. თუ არ მოდიხართ, გასაგები იქნება, რომ ვერ ბედავთ, ისევე როგორც ვერ ბედავს კალაძე. ასე რომ, ამ მხრივ თქვენს შორის არანაირი განსხვავება არ იქნება, ისევე როგორც, ზემო პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში – თქვენსა და კობახიძეს შორის.დებატებს რაც შეეხება, ძალიაან თუ გინდათ ჩვენს არხზე გამოჩნდეთ ნიკა მელიას ფონზე, ნამდვილად არაა პრობლემა. უბრალოდ, ჩემთან ინტერვიუზე მოსვლის შიშს ეგ ვერ იხსნის. ჩათვლას ვერ მიღებთ მოკლედ. გმადლობთ ყურადღებისთვის”-წერს გვარამია.

რეკლამა

დაწერე კომენტარი