“ბატონმა ბორისმა გუშინ მსახიობებს რუსული ფორმა გადააცვა და შეუშვა ხურვალეთში. რამდენიმე ადგილობრივი უნდა ეწამებინათ და რუსისთვის დაებრალებინათ…”

ბიძინა ივანიშვილი

ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი, ხურვალეთის მოვლენებთან დაკავშირებით ახალისო სტატუსს აქვეყნებს:

კაროჩე – ბატონი ბორისი საბაბს ეძებდა, რომ რუსეთისთვის დაეცხო. 3 წელი ამზადებდა ოპერაციას. გუშინ მსახიობებს რუსული ფორმა გადააცვა და შეუშვა ხურვალეთში. რამდენიმე ადგილობრივი უნდა ეწამებინათ და რუსისთვის დაებრალებინათ. ასე შეიქმნებოდა საბაბი ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიისთვის.
მაგრამ ქაცარავამ ჩაუშალა გეგმა თავისი უდროო აქტიურობით და ყვირილით.
ქართული ბომბდამშენები უკვე როსტოვის თავზე იყვნენ, მაგრამ მოაბრუნა ბატონმა ბორისმა, რა უნდა ექნა?!
ქაცარავა და ბერულავა სააკაშვილ-პუტინის აგენტები აღმოჩნდნენ, ოპერაცია “გეორგიშე ბარბაროსა” კი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

პოპულარული

აპრილიდან პასპორტი და ID მოწმობა უფასოდ გაიცემა
"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, ჩემმა ბიძაშვილმა - დამ, ასე დაასრულა სიცოცხლე…ნუ აძლევთ თავს ამ უზნეობის უფლებას"- ნინი ქარსელაძე
„როგორ მახსოვს პატარა მამუკა პამპერსით, სიღნაღის აღდგენის ინიციატივით რომ შემოტანტალდა“ - რატომ დასცინიან პრემიერს
"ჩემი თემურიკა კინაღამ მომიკლეს... სიკვდილით სავსე ქალაქი!" - მამა პეტრე
დაწერე კომენტარი