„ბატონი ბიძინა საკმაოდ რეალისტურად აფასებს შექმნილ მდგომარეობას… მისი გაბრაზების მიზეზი ეს იყო”-ზაქარია ქუცნაშვილი

ქუცნაშვილი

მმართველი გუნდის წევრები არჩილ თალაკვაძისგან განსხვავებით, უკვე საუბრობენ იმაზე რომ გარდა გაეროს კვლევისა, გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი სხვა საკითხებსაც შეეხო. გია ვოლსკი ადასტურებს იმასაც, რომ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დროს იყო აზრთა სხვადასხვაობაც.

„რა საკვირველია ეს არ ყოფილა ისეთი შეხვედრა, სადაც აზრთა სხვადასხვაობა არ იყო. ეს სამ საათზე მეტი გრძელდებოდა  და არამარტო იუნისეფის კვლევას ეხებოდა. იყო კრიტიკული განხილვა, რაც შეეხება სოციალურ სფეროში ზოგიერთი მიმართულების გაუარესებას,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

გუშინდელი შეხვედრა, რომ ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ამას ადასტურებს ზაქარია ქუცნაშვილი. დეპუტატი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი შექმნილი მდგომარეობის გამო გაბრაზებული იყო.

„ბატონი ბიძინა საკმაოდ ადეკვატური პიროვნებაა და რეალისტურად აფასებს შექმნილ მდგომარეობას. მისი გაბრაზების მიზეზი იყო ის, რაც ყველა სხვა თათბირში მონაწილე პირისა. ის შედეგები რა შედეგებიც გუშინ დადასტურდა და რა შედეგების შერბილებაც შესაძლებელი იყო. პასუხისმგებლობა იმიტომ არის პერსონიფიცირებული, რომ უნდა მიუთითო ვინ მიგაჩნია დამდგარ შედეგებში მთავარ გმირად. აქედან გამომდინარე არ შეიძლება საგარეო საქმეთა მინისტრს მოსთხოვო პასუხი ეკონომიკურ მდგომარეობაზე,“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

loading…

პოპულარული

"ყველა ვინც შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს იქნება დასჯილი და ისიც, ვინც ეს მასალა გამოიყენა პოლიტიკური დივიდენდებისთვის"- გიორგი გახარია
სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა-იტყუებიან თუ არა პედაგოგები?
პროკურატურა ვალების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის
"თუ ამ არჩევნებზე არ დავამარცხებთ ივანიშვილს, მისი დარჩენა სიღარიბის და უიმედო ვალების ზრდის გარანტიაა"- ოპოზიციის შეფასებით, სასოწარკვეთილი ხელისუფლება "ვა ბანკზე" მიდის
„ბეჭდეთ ეგ ბილბორდები, აკარით, ფული ბევრი გაქვთ, პატარა, მაგრამ წვლილი მაინც შეგაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში“ - ვაშაძე "ოცნებას"
ბერა ივანიშვილი ქორწილის ვიდეოს ავრცელებს
"რუსთავი 2" გია ცერცვაძის ოჯახისთვის სახლს იყიდის და ბავშვებს ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს
"საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების და ონლაინ ორგანიზაციების დავალიანება გაუნულდება" - მამუკა ბახტაძე
სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა-იტყუებიან თუ არა პედაგოგები?
დაწერე კომენტარი