ბარონ მიუნჰაუზენივით იძიებს გახარია, ფაქტობრივად იძიებს თავის დანაშაულს – გიგი უგულავა

ვინ გასცა ბრძანება და რა მოხდა რეალურად 20 ივნისის ღამეს – ვიდეო მტკიცებულებების გავრცელების შემდეგ, რომელიც ადასტურებს, რომ პარლამენტში შტურმი არ იგეგმებოდა, გიგი უგულავას გამოძიებასთან უფრო მეტი კითხვები აქვს.

”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი აცხადებს, რომ საინტერესოა ვინ გასცა ბრძანება გიორგი გახარიამ თუ ანზორ ჩუბინიძემ. ასევე არსებობს კითხვა – რა იყო მოტივი, პანიკა თუ ბოროტება. გიგი უგულავას თქმით, ის არ ენდობა გახარიას მიერ ჩატარებულ გამოძიებას, რადგან ფაქტობრივად ის გამოძიებას საკუთარი თავის წინააღმდეგ აწარმოებს.

„რატომ მოხდა ეს მოტრიალება, ვინ ჩავარდა პანიკაში, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, იყო ეს პანიკით თუ ბოროტი განზრახვით ეს ყველაფერი არის დასადგენი. ბარონ მიუნჰაუზენივით იძიებს გახარია, ფაქტობრივად იძიებს თავის დანაშაულს. უნდა, რომ ტყლაპოდან თავისი თავი მოწიოს, მოქაჩოს და ამოიყვანოს მაგრამ ესეთი რამე არ გამოვა. ფაქტია, რომ არც ეს სასამართლო და არც ეს პროკურატურა მთვარეზე და მარსზე გადატრიალების საკითხებს იძიებენ. აგერ ვნახეთ რა პირდაპირი მასალები არსებობს. ეს ინფორმაცია რომელიც ოფიციალურად დევს საქმეში, როგორც გამოძიების მიერ მოპოვებული ოპერატიული მასალა, პირდაპირ ანგრევს იმ ყურით მოთრეულ ვერსიას, რომ იქ ვინმე სახელმწიფო გადაწყვეტილებას აწყობდა,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

გამოძიებასთან კითხვები აქვს “ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის თავმჯდომარესაც. ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, კადრებმა რომელიც გავრცელდა, უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

„ის განცხადებები რაც გახარიამ გააკეთა რომ თურმე საზოგადოებამ ვერ შეაჩერა ხალხი, მომიტინგეები ვერ შეაჩერა და ამიტომ იქნა იარაღი გამოყენებული, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები გაჩნდა ამ კადრების შემდეგ. არანაირი დაძაბულობა იქ რეალურად არ არის. პირიქით,  მოლაპარაკებაზე შეთანხმება ხდება მომიტინგეებთან, იწყება მოლაპარაკების პროცესი ანუ შესვლა ლიდერების პარლამენტის შენობაში , სადაც ალბათ შსს და პრემიერი ელოდება მათ და სწორედ ამ დროს იწყება სროლა. მე ამ სროლასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ეჭვები მაქვს. ვიღაცას ძალიან არ უნდოდა, რომ ცივილიზებულად განვითარებულიყო ეს პოლიტიკური პროტესტი,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ნიკა მელიას ადვოკატის მიერ გასაჯაროებულ ვიდეომასალაში, ჩანს თუ როგორ ამშვიდებს გაბრაზებულ დემონსტრანტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და როგორ აპირებენ ოპოზიციონერი ლიდერები მოლაპარაკებებზე შესვლას პარლამენტში. კადრებიდან ირკვევა, რომ იმ დროს როდესაც დარბევა იწყება, არანირი დაძაბულობა სპეცრაზმთან არ არსებობს. 

პოპულარული

"ფოტოებზე, აღბეჭდილნი არიან არასრულწლოვნები, რომლებსაც გენიტალიები უჩანთ... მშობლებმა ნამდვილად იცოდნენ რა ტიპის ფოტოსესიებთან ჰქონდათ საქმე" - არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე
"თოკი შევიკარი, ვეღარ ვიხსნი..." "მიდი აბა ერთი გააკეთე თუ მაგარი ხარ" - 14 წლის ლუკას თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი, ბულინგი გახდა (უმძიმესი ფოტოები საქმის მასალებიდან)
”ზუმერის” გაქურდვის ფაქტზე 17 წლის ახალგაზრდები დააკავეს
წითელი ბარათი ხელისუფლებას - აქცია რუსთაველის გამზირზე „ერთად ერთის წინააღმდეგ“
„გელოდებით ყოველ 20 რიცხვში... ივანიშვილი ამ ომში მიიღებს პასუხს“ - სალომე სამადაშვილი
სკანდალი ვანოს შოუში - სტუდიაში "ინაშვილი" და "კვიციანი" შეიჭრნენ (ვიდეო)
ამბავი, რომელმაც ქართული ფეისბუკი შეძრა - დედას, რომელმაც ჩვილი გაჭირვების გამო მიატოვა, დახმარებას სთავაზობენ
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
"თოკი შევიკარი, ვეღარ ვიხსნი..." "მიდი აბა ერთი გააკეთე თუ მაგარი ხარ" - 14 წლის ლუკას თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი, ბულინგი გახდა (უმძიმესი ფოტოები საქმის მასალებიდან)
დაწერე კომენტარი