ბათუმში 40 წლის კაცი ბინაში შეიპარა და 11 წლის ბავშთან სექსუალური კონტაქტი სცადა

Batumelebi.netgazeti.ge-ს ინფორმაციით, მოსამართლე დავით მამისეიშვილი დღეს, 31 ივლისს, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს ტ.ხ.-ს საქმეს. მას პროკურატურა სხვის ბინაში უკანონო შეღწევას, ასევე 11 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ჩადენას ედავება. ბრალდებული კაცი 40 წლისაა.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული ბათუმში მდებარე იტალიურ ეზოში, ერთ-ერთ ბინაში დაუკითხავად შევიდა მაშინ, როცა იქ 11 წლის გოგოს მარტოს ეძინა. შემთხვევა დღისით მოხდა. გოგო დედასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ამ დროს სახლში არ იყო.

გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, გოგოს შიშველი ბრალდებული ლოგინში ჩაუწვა და მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება სცადა. გოგომ ბინიდან გამოსვლა მოახერხა და მეზობელს შველა სთხოვა. დაზარალებული და ბრალდებული ერთმანეთს არ იცნობენ.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული დაზარალებულად მიჩნეული გოგოს დედას ქალაქიდან იცნობდა. დედამ უკვე მისცა ჩვენება გამოძიებას ბრალდებულის წინააღმდეგ.

ბრალდებულის ადვოკატის, სოლომონ კოჩალიძის თქმით, ბრალდებული წარდგენილ ბრალს სრულად აღიარებს. ის წინასწარ პატიმრობაშია და ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ამ ეტაპზე, ადვოკატის თქმით, საპროცესო შეთანხმება არ განიხილება.

პოპულარული

"ოპააა კუკური... დაასკდი... 26 წლის ბიჭი მყავს... ეწევა კიდევაც, მაგრამ ტრაკს არ აძლევს... დედა მოტ***ბო თქვენ" - "ოცნების" აქტივისტი ქალები (ვიდეო)
ნუცა ბუზალაძემ ყველა დაჩრდილა - გოგონას სუპერსექსუალური ცეკვა, რომელმაც უამრავი კომპლიმენტი მიიღო (ვიდეო)
პატარა ბერუკა ბებისა და ბაბუასთან - ბერუკას ახალი ფოტოები
ჩხრეკა არასამთავრობოების ოფისებში - ხელისუფლება გიგა ბოკერიას, ბათუ ქუთელიას და დავით სიხარულიძის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს და დაკავებების მორიგი სერიისთვის ემზადება
დაწერე კომენტარი