ბათუმში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12 მდე გაიზარდა

ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინსიტრო ავრცელებს

” ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.

სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925. ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

loading...

პოპულარული

"წითელი მანიკურები რატომ უსვია?" - რას ამბობს მრევლი ნარიმანის წითლად შეღებილ ფრჩხილებზე (ვიდეო)
ინგა სიორიძე გარდაიცვალა
„ოპოზიცია 55% vs ქართული ოცნება 39%... დანარჩენს გაიგებთ „მთავარზე“ – ნიკა გვარამია IPSOS-ის კვლევის შედეგებს აანონსებს
24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი