ბათუმში, კაცმა ტურისტი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა

პოლიცია

ბათუმში, დელფინარიუმის წინ, ტურისტი ქალი დაჭრეს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ტურისტ ქალს ჭრილობები ახლგაზრდა კაცმა ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

დანაშაულის მოტივი სავარაუდოდ, ეჭვიანობაა. ახალგაზრდა ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

რეკლამა

დაწერე კომენტარი