ბათუმში დაღუპული ბავშვის მასწავლებელი: არ ვიცი, როგორ გავიარეთ ის დღე, როცა გავიგეთ, რომ ჩამოინგრა სახლი, სადაც ანასტასია ცხოვრობდა

მასწვლებელი

ბათუმში, იქ, სადაც 3 დღის წინ კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, მოქალაქეები ყვავილებით მიდიან. ადგილზე არიან 9 წლის დაღუპული ბავშვის, ანასტასიას კლასელები და მასწავლებლები.

„ჩვენ ონლაინ არ ვსწავლობდით, დასრებით სწავლა გვქონდა. ველოდებოდით ორ საათზე, მაგრამ 12:00 საათზე, გავიგეთ ამბავი, რომ ის სახლი ჩამოინგრა, სადაც ანასტასია ცხოვრობდა. ჯერ არ გვჯეროდა, მაგრამ ყველა, ვინც ახლოს იყო ანასტასიას მშობლებთან, ადგილზე მივიდა და არ ვიცი, როგორ გავიარეთ ის დღე, როცა ინფორმაცია დადასტურდა. ჯოჯოხეთი იყო. ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახსა და მთლიანად საქართელოს. ეს უდიდესი ტრაგედიაა არა მხოლოდ იმ ოჯახებისთვის, არამედ – მთელი საქართველოსთვის“, – ამბობს ბავშვის მასწავლებელი თამილა შარაბიძე.

რეკლამა

დაწერე კომენტარი