ბათუმის კონფერენციაზე დონალდ ტუსკმა ვაჟა-ფშაველას ციტატა ქართულად წაიკითხა

დონალდ ტუსკი

ბათუმის კონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ვაჟა-ფშაველას ციტატა ქართულად წაიკითხ:.

„მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი და მისი სიტყვები პატრიოტებსა დაკოსმოპოლიტებზე: “ ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერიკოსმოპოლიტი პატრიოტია,“- ამბობდა ვაჟა. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმიგამორიცხავს კოსმოპოლიტობას და ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველანადვილი და ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი. ყველა კოსმოპოლიტი ემსახურებათავის ქვეყანას და ცდილობს, რომ უფრო გაზარდოს და განავითაროს ის. ეს გამოთქმა უკვე 100 წელზემეტი ხნისაა და ეს მოწმობს თავისთავად გლობალიზაციას. ასი წლის წინ ჯერ კიდევ ბატონმა ვაჟამ ბრძანაეს და ეს გლობალიზაცია გულისხმობდა ადამიანებისა და ქვეყნების დაახლოებას“, – განაცხადა ევროპისსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

დონალდ ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსა და სხვა ერებისთვის წყალობა იყო.

“სსრკ-ის დაშლა არ ყოფილა უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა. დღეს საქართველოში მე მინდა განვაცხადო ხმამაღლა და მკაფიოდ – საბჭოთა კავშირის დაშლა წყალობა იყო ქართველებისთვის, პოლონელებისთვის, უკრაინელებისთვის, მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის და ასევე რუსებისთვი”, – განაცხადა ტუსკმა. 

შეგახსენებთ, ბათუმში XVI საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

პოპულარული

სკანდალი ვანოს შოუში - სტუდიაში "ინაშვილი" და "კვიციანი" შეიჭრნენ (ვიდეო)
ამბავი, რომელმაც ქართული ფეისბუკი შეძრა - დედას, რომელმაც ჩვილი გაჭირვების გამო მიატოვა, დახმარებას სთავაზობენ
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ძლიერი ქარი, სეტყვა, შტორმი და თოვლჭყაპი - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
დაწერე კომენტარი