“ბავშვს ჭიანჭველები ესეოდა” – ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი ადგილზე დატოვა

სასწრაფო

ოზურგეთში ახალგაზრდა გოგონამ საკუთარ სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი მიატოვა. ოზურგეთელმა მედიკოსებმა და პოლიციამ გატარებული ერთობლივი ღონისძიებების შემდეგ ახალშობილის პოვნა, რომელსაც დედა საგულდაგულოდ მალავდა, შეძლეს და ის ოზურგეთის „მედალფას“ სამშობიარო განყოფილებაში გადაიყვანეს.

ჩვილის სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 საათს გაგრძელდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ამ წუთისთვის ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმების თქმით, 31 წლის ოზურგეთელ ქალს ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გამთენიისას საშვილოსნოდან სისხლდენით შემოიყვანა.

ექიმებმა იეჭვეს, რომ ქალი მელოგინე იყო, თუმცა არაერთი კითხვის მიუხედავად, ქალბატონი მომხდარს მალავდა.

ამის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც ქალბატონის საცხოვრებელი სახლის სათხილეში ახალშობილი იპოვა.

„მას მწერები და ჭიანჭველები ესეოდა“, – ამბობს ექიმი. მელოგინე ქალბატონი ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში იმყოფება.

პოპულარული

სუსმა კახა კალაძის გუნდში კორუფციული ფაქტების შესწავლა დაიწყო - კომპრომატები დედაქალაქის მერის წინააღმდეგ (ვიდეო)
"სირცხვილია ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო, რომ დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი უდრის, დავამხოთ ხელისუფლება" - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა (ვიდეო)
ვაშაძე "ოცნებაზე": ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან
"ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას, ბიძინა ივანიშვილს ექნება ისეთი პრესინგი, რომ აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
"მედია დეზინფორმაციას ავრცელებს - ნინო ბურჯანაძეს გავრილოვის ინციდენტზე ბოდიში არ მოუხდია" - პარტიის პრესსამსახური
საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - დღეს 1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
34 წლის ბიჭი ჩხოროწყუს პოლიცის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - რა კავშირი აქვს უმძიმეს საქმესთან დეპუტატ იზორიას
არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას შეაგინა თუ არა ბიძინა ივანიშვილს
დაწერე კომენტარი