„ბავშვი შველას ითხოვდა“ – ბიძის მოკლული 13 წლის ბიჭის ოჯახის წევრები პოლიციელების დასჯას ითხოვენ

ბიძის მიერ მოკლული 13 წლის გოგიტა ირემაძის ოჯახის წევრები და ადვოკატი  პოლიციის თანამშრომლებსა და  სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს სამსახურებივ  გულგრილობაში ადანაშაულებენ.  ისინი  მთავარი პროკურატურისგან  მოითხოვენ  დაუყოვნებლივ დადგეს ყველა იმ პირის პასუხიმგებლობის საკითხი, რომელიც საქმეში მონაწილეობდა.  

ადვოკატის თქმით, პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ფსიქიკური  პრობლემების  მქონე პირი შეიარაღებული იყო ცივი იარაღით და მასთან იმყოფებოდა არასრულწლოვანი, რომელსაც მოკვლით ემუქრებოდა. 

„ბავშვი შველას ითხოვდა პოლიციამ  ბინაში შესვლაზე უარი განაცხადა და მეზობლებსაც აუკრძალა შენობაში ბავშვის საშველად შესვლა“ –  აცხადებს, მოკლულის დედა, თამარ გოგოჩაშვილი.

მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, ბრალდებულ ვ.ი.-ს მკვლელობამდე ორი კვირით ადრე ჰალუცინაციები ჰქონდა და აღნიშნავდა, რომ ყველას სათანადოდ გაუსწორდებოდა, ვინც მას უთვალთვალებდა.

„მკვლელობის წინა დღეს, 2019 წლის 9 თებერვალს, ვ.ი.-ს მეგობრებმა სასწრაფო გამოიძახეს და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ვ.ი. რუსთავის ე.წ. „აზოტის კლინიკაში“ გადაიყვანეს, საიდანაც იგი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმმა შეხედა და 2 წუთში დაუსვა დიაგნოზი – არაფერი გჭირსო და სახლში გაუშვა. მეორე დღეს დილით კი ასეთი საშინელი ტრაგედია დატრიალდა“, – აცხადებენ ოჯახის წევრები. 

მკვლელს 2 წელი იძულებითი მკურნალობა აქვს მისჯილი. ის ოჯახს ჩვეულებრივ ეკონტაქტება, ძმის შვილის ამბებსაც კითხულობს და ოჯახს მისი სურათების მიტანასაც სთხოვს – ყველაფერი ახსოვს, გარდა ერთი შემთხვევისა – როგორ მოკლა ძმის შვილი საკუთარ საძინებელში 25 ჭრილობით.

ცნობისთვის, მკვლელობა  რუსთავში 10 თებერვალს მოხდა. მოკლული გოგიტა ირემაძე რუსთავის #15-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო. მკვლელობის ფაქტზე გამოძიება  ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობს, თუმცა თებერვლის თვიდან დღემდე  გამოძიებას საქმეში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებისა და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი არ გამოუკვეთავს.
primetime.ge

პოპულარული

"დამექცა სამყარო თავზე, ვაი,ამნაირ ჩამოსვლას და ამნაირ სიცოცხლეს ნია" - თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის დედა
"როგორ შეგეძლო ეს...ჩემს სკვინჩას ყვავილების კალათა მოპარე, გულზე ფეხი დაადგი და მე,დედას,დილით მხვდება ნაფეხური შვილის საფლავზე" - ექსკურსიისას დაღუპული 16 წლის გოგოს დედა
როგორ მღერის 6 წლის ნია, რომელიც თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა - ემოციური ვიდეო
ჟურნალისტების სია, რომლებმაც „რუსთავი 2“ პროტესტის ნიშნად დატოვეს
დაწერე კომენტარი