ბავშვი საბანში გაახვია და ფანჯრიდან გადასვა, ქალი ადგილზე დაიღუპა – ტრაგედია სენაკში ახალი წლის ღამეს

პოლიცია

ახალი წლის ღამეს სენაკში აფეთქება მოხდა, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აფეთქების მიზეზი სახლში დაგროვილი ბუნებრივი აირი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუპოსტი” ავრცელებს.

ძლიერი აფეთქება და ხანძარი სახლში მაცხოვრებელი მამაკაცის მიერ სიგარეტის მოკიდებამ გამოიწვია. ადგილზე გარდაიცვალა ოჯახის წევრი ქალი. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევის დროს სახლში ასევე იმყოფებოდა 10 წლის ბავშვიც, რომელიც მამაკაცმა საბანში გაახვია და ცეცხლიდან თავის დაღწევის მიზნით ფანჯრიდან გადასვა.

ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას ფეხი აქვს დამწვარი, რაც შეეხება მამაკაცს, მან მძიმე დაზიანება მიიღო და ამ დროსთვის კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციიულ განყოფილებაშია მოთავსებული

პოპულარული

კარასინი საქართველოს 3 პირობას უყენებს და უმაღლეს დონზე მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობაზე საუბრობს
სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა
„მოდი გავხსნათ კარტები გრიგოლიჩ!!!“- რა კავშირი აქვს "რუსთავი 2"-ს და ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის დაკავებას
"13 წლის გოგოს წელში მოხრილს დიდი შეკვრა ბალახი მოეგდო... ორი პატარა ბიჭი ბალახებს გლეჯდა, დაქირავებულები ვართო"
დაწერე კომენტარი