3 თვის ბავშვი როტვეილერმა დაგლიჯა – ჩვილი გარდაიცვალა, დედას პატიმრობა ელის

ათენის მცხოვრებლები შეძრა რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ფაქტმა. ბერძნული მედიის ცნობით, 3 თვის გოგონა სახლში როტვეილერის ჯიშის ძაღლმა დაგლიჯა. შემთხვევა საბერძნეთის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. 

ჩვილი დედამ საავადმყოფოში მომაკვდავ მდგომარეობაში თავად მიიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

35 წლის ქალს, დაუდევრობისა და ჩვილის საფრთხეში ჩაგდების ბრალდებით პატიმრობა ემუქრება. 

მეზობლები ყვებიან, რომ მათ როტვეილერი სახლის აივანზე შენიშნეს, რომელიც ცოტა ხანში ბავშვის ოთახში შევიდა, ჩვილი აივანზე გამოათრია და იქვე დაგლიჯა. თვითმხილველების განგაშის შემდეგ, ძაღლს ბავშვი დედამ გასმოტაცა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა ჩარევა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა.   

პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი