“ბავშვის სხეული დავინახე… ეს კადრი, მთელი ცხოვრება გამყვება” – რას ყვებიან მაშველები, რომლებმაც ფონიჭალაში ჩამონგრეულ კორპუსში დედა-შვილის ცხედრები იპოვეს

ფონიჭალა

ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში გა­ზის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია, ალ­ბათ დიდ­ხანს წა­რუშ­ლე­ლი კად­რი იქ­ნე­ბა ყვე­ლას ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში, თუმ­ცა, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც უშუ­ა­ლოდ ად­გილ­ზე მუ­შა­ობ­და და სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და…

წლე­ბია გვეს­მის, რომ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი გმი­რია და ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის მიერ მო­ყო­ლი­ლი ამ­ბე­ბი­დან ეს ყო­ველ­თვის დას­ტურ­დე­ბა… 7-სა­ა­თი­ა­ნი სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იმ უმ­ძი­მეს პრო­ცესს იხ­სე­ნე­ბენ, რო­დე­საც ნა­ხევ­რად დან­გრე­ულ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლილ დედა-შვილს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად ეძებ­დნენ…

პა­ა­ტა ჩხი­ტუ­ნი­ძე, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის, მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის გათ­ვლის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი:

 

– პირ­ველ რიგ­ში მინ­და მი­ვუ­სამ­ძო გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოა­ჯხს, ახ­ლობ­ლებს და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს. ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბაშ უმ­ძი­მე­სი დღე… და­ახ­ლო­ე­ბით 7 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სია…

გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მის­ვლის­თა­ნა­ვე და­ვი­წყეთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია. პირ­ველ რიგ­ში და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან, რომ­ლე­ბიც აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან ჩა­მო­ვარ­დნენ… და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­დათ, დამ­წვრო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. იმავდრო­უ­ლად სა­დარ­ბა­ზო­ში მცხოვ­რებ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რად­გან აფეთ­ქე­ბე­ბი საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი იყო, მთელ სა­დარ­ბა­ზო­ში თით­ქმის ყვე­ლა კარი გა­ი­ჭე­და და მათი გაჭ­რა მოგ­ვი­წია, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­მოგ­ვეყ­ვა­ნა…

 

ამას­თან ად­გილ­ზე მის­ვლის­თა­ნა­ვე, მო­პო­ვე­ბუ­ლი და უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მე­ო­რე სარ­თუ­ლის ბი­ნა­ში უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ დედა-შვი­ლი. არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მათ გა­დარ­ჩე­ნა­ში მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა­სა და დროს არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, რად­გან ისი­ნი უკვე გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, უბ­რა­ლოდ, მთა­ვა­რი იყო მათი გა­მოყ­ვა­ნა…

მე-13 წე­ლია ამ სამ­სა­ხურ­ში ვარ, ძა­ლი­ან ბევრ სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღე, რად­გან ვი­ცო­დი, რომ უნდა გვე­პო­ვა დედა-შვი­ლი, პა­ტა­რა ბავ­შვი, რომ­ლე­ბიც უკვე ცო­ცხლე­ბი აღარ იქ­ნე­ბო­და… ეს იყო და­ახ­ლო­ე­ბით 20-25 მეტ­რის კვ. ფარ­თო­ბის ტე­რი­ტო­რია, სა­დაც სინ­კა­რე­ბის ქვეშ მო­ყო­ლი­ლი იყო დედა-შვი­ლი, ვი­ცო­დით, და­ახ­ლო­ე­ბით სად იყო ცხედ­რე­ბი, მაგ­რამ ძა­ლი­ან რთუ­ლი პი­რო­ბე­ბი იყო.

 

მათ გა­მო­საყ­ვა­ნად რკი­ნა-ბე­ტონს ვამ­ტვრევ­დით, მაგ­რამ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა გვე­მოქ­მე­და, რომ და­მა­ტე­ბი­თი ნგრე­ვა არ გა­მოგ­ვეწ­ვია… ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფონი, გა­რეთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და მათი ტი­რი­ლის ხმა მუდ­მი­ვად გვეს­მო­და… ვნა­ხე გარ­დაც­ვლი­ლი ქალი, მძი­ნა­რე, პი­ჟა­მო­ში იყო და სა­ვა­რა­უ­დოდ, წა­მებ­ში, ძილ­ში­ვე და­ი­ღუპ­ნენ… მიმ­ძიმს ამის გახ­სე­ნე­ბა, მაგ­რამ ერ­თგვა­რად შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თქეთ, რო­დე­საც ბავ­შვთა­ნაც მი­ვე­დით, ანუ მისი ხე­ლით შე­ხე­ბა და გა­მოყ­ვა­ნა შევ­ძე­ლით.

ლე­ვან შარ­ვა­ძე, თბი­ლი­სის სა­მაშ­ვე­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რი:

 

– ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და მძი­მე იყო ჩვენ­თვის, იმის გა­ფიქ­რე­ბა, რომ იმ ნან­გრე­ვებ­ში ჩვი­ლი ბავ­შვი უნდა გვე­ძებ­ნა… ამის გა­ფიქ­რე­ბაც კი სის­ხლს გვი­ყი­ნავ­და, მაგ­რამ შე­დე­გი უკვე დამ­დგა­რი იყო და ახლა მთა­ვა­რი იყო მათი ნე­ბის­მი­ერ მდგმა­რე­ო­ბა­ში გა­მოყ­ვა­ნა… ძა­ლი­ან სა­ში­ში სა­მუ­შაო გახ­ლდათ, რად­გან 9-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა მთლი­ა­ნად იყო ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი და ნე­ბის­მი­ე­რი სა­მუ­შაო ია­რა­ღის დარ­ტყმა, ჩა­ქუ­ჩი იქ­ნე­ბო­და თუ ცული, ან სუ­ლაც ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, შე­საძ­ლოა, სა­ვა­ლა­ლო აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო ჩვენ­თვის და ჩა­მოშ­ლი­ლი სინ­კა­რე­ბის ქვეშ მოვ­ყო­ლო­დით.

ბავ­შვი და დედა ნე­ბის­მი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში პატ­რო­ნის­თვის უნდა ჩაგ­ვე­ბა­რე­ბი­ნა… არ ვიცი, მა­ინც უნდა ვთქვა… მა­ინც ვფიქ­რობ­დით, იქ­ნებ სას­წა­უ­ლი მოხ­დეს და ცო­ცხლე­ბი იყ­ვნე­ნო… შემ­დეგ, უკვე რო­დე­საც ბავ­შვის სხე­უ­ლი გა­მოჩ­ნდა, სინ­კა­რის ქვეშ იყო მო­ყო­ლი­ლი, პა­წა­წუ­ნა ხელი და ფეხი ჩან­და, წინ­დე­ბი ეცვა. ეს არის კად­რი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა…

 

ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი იყო. გარ­შე­მო ჩა­მოშ­ლი­ლი სინ­კა­რე­ბი ეყა­რა. ცხედ­რებ­თან მი­სას­ვლე­ლად ისი­ნი უნდა მოგ­ვეხ­სნა… გარ­შე­მო ისე­თი ვი­თა­რე­ბა იყო, რომ აფეთ­ქე­ბი­დან წა­მებ­ში და­ი­ღუ­პე­ბოდ­ნენ. ნან­გრე­ვებ­ში სახ­ლის ნივ­თე­ბი, ქვე­შა­გე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში იყო არე­უ­ლი.

უმ­ძი­მე­სი სი­ტუ­ა­ცია იყო გა­რეთ, ბავ­შვის მამა და მათი ახ­ლობ­ლე­ბი იდ­გნენ გა­რეთ. ჩვენ, მაშ­ვე­ლებს, ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი გვყავს და ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა. წლე­ბია ამ სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ძი­მე­სი დღე, რომ­ლის მსგავ­სი არ მინ­და ოდეს­მე გან­მე­ორ­დეს…

 

15 ნო­ემ­ბერს, ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში, ერთ-ერთ კორ­პუს­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აირი აფეთ­ქდა. უბე­დურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა ახალ­გაზ­რდა ქალი და მისი შვი­ლი. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შავ­და ერთი ოჯა­ხის სამი წევ­რი. 44 წლის მა­მა­კა­ცი, მისი 24 წლის შვი­ლი და 6 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი.

ცნო­ბი­ლი გახ­და რომ, ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში, აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ სა­მუ­შა­ო­ებ­ში მო­ნა­წი­ლე მაშ­ვე­ლებს ფუ­ლა­დი ჯილ­დო გა­და­ე­ცე­მათ.

loading…

პოპულარული

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი, რომელზეც პოლიტიკური დევნა განხორციელდა, გარდაიცვალა
ატოცი. ჩვენი მთავრობა გვაიძულებს უკან დახევას, ახლა ჩემს წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ - დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს
ბრიტანელი მილიონერის ქალიშვილი ახალ ზელანდიაში გარდაცვლილი იპოვეს
უცნაური ტროტუარი თბილისში - "დიდი მადლობა მერიას, აღირსეს ტროტუარი ხილიანის ქუჩას!"
დაწერე კომენტარი