ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ფასადური სახე თუ რეალური შედეგები ?!

ბავშვთა  საერთაშორისო დღე მსოფლიოს  მრავალ ქვეყანაში   უძველესი დღესასწაულების ნუსხაში შედის.

1949 წელის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო  დემოკრატიული ფედერაციის  მიერ  სპეციალურ სესიაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ  მთელ მსოფლიოში  აღენიშნათ ბავშვთა  დაცვის  საერთაშორისო  დღე. ამ ინიციატივას   მხარი გაერთიანებული ერების  ორგანიზაციამ დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა  საკუთარი საქმიანობის  ერთ-ერთ  პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.

ისტორია  ნათლად  არ გვიამბობს თუ რატომ  აღინიშნება ეს დღესასწაული მაინცდამაიცნ 1ივნიისს, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით   ისტორიკოსები, 1925 წელს  სან-ფრანცისკოში  ჩინელი კონსულის მიერ  ჩატარებულ  ჰუმანურ აქტს უკავშირდებენ. პოლიტიკოსმა თავი მოუყარა ქალაქში მცხოვრებ   უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მათ  პატარა დღესასწაული მოუწყო. პარალელურად ამ დღეს,  ჟენევაში, ბავშვთა  თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია იმართებოდა.

ეს არის  დღესასწაული, რომელსაც  გააჩნია  თავისი  სიმბოლური დროშა, რომელზეც   დედამიწის გარშემო  სხვადასხვა  ფერის  ადამინების ფიგურებია განთავსებული. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში  სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. გამონაკლისი არც საქართველოა.

ამ დღეს ბავშვებისთვის ეწყობა სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები, კონცერტები, გამოფენები, საქველმოქმედო აქციები, კონფერებციები და  სხვა. განსაკუთრებით დიდ  ყურადღებას  უთმობენ  ბავშვთა  სახლებს  და უნარ შეზუდული საზოგადოების წარმომადგენლებს და ცდილობენ  ამ ერთი  დღით  გაუფერად  ცხოვრება. თუმცა,  ამას მხოლოდ გასართობი ხასითი როდი აქვს, ეს დღე  ყველას ახსენებს,  რომ  მნიშვნელოვანია ბავშვთა  უფლებების დაცვა და მათზე ზრუნვა. მომავალი თაობის უკეთესი განვითარებისთვის.

გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ 1959 წლის 20 ნოემბერს, ბავშვთა უფლებების დეკლარაცია მიიღო. პრეამბულაში ერთმნიშვნელოვნად  ნათქვამია, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა, გამოიყენოს ყველა უფლება და თავისუფლება საკუთარი და საზოგადოების  კეთილდღეობისთვის.  მოუწოდა   მშობლებს, ორივე სქესის ადამიანებს , ორგანიზაციებს, ადგილობრივ ხელისუფლებისა და ეროვნულ მთავრობებს  აღიარონ და დაიცვან დეკლარაციით განსაზღვრული უფლებები. ასევე   თანაბარი უფლებები მიანიჭა  მათ ვინც ერთმანეთისგან  აღზრდის, განათლების,  სოციალური უზრუბველყოფის, ფიზიკური და სულიერი განვითარებით განსხვავდებიან,  განურჩევლად კანის ფერის,  ეროვნული  და საზოგადოებრივი კუთვნილებისა, ასევე  ქონებრივი მდგომარეობის.

ბავშვის უფლებათა კონვენციას საქართველო 1994  წელს  შეუერთდა და ამით აიღო ვალდებულება, შეესრულებინა  დეკლარაციით ნაკისრი  მოვალეობები.

მნიშვნელოვანი და საინტერესოა  რამდენად არის დღეს დაცული საქართველოში ბავშვთა  უფლებები და რეალურად რა პრობლემებს აწყდებიან მოზარდები  თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში.

სამოქალაქო საზოგადოების  ერთი ნაწილი ერთხმად თანხმდება, რომ ბავშვთა უფლებები ირღვევა და  ის სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის  პრიორიტეტული არ არის. მეორე ნაწილი კი , პირიქით  თვლის,  რომ  ქვეყან გარკვეულ ნაბიჯებს დგავს ამ საკითხის მოსაგვარებლად და შეძლებისდაგვარად ახერხებს კიდეც მდგომარეობის  გამოსწორებას.

რეალური  სურათი  კი ასეთია:  ქუჩაში  ყოველ  ფეხის ნაბიჯზე  ვხვდებით  ბავშვებს,რომელბიც  უსახლკაროს  სატუსით  სარგებლობენ და მათთვის  არ მოქმედებს  სახელმწიფო პროგრამები. გასამართლებელ  არგუმენტად  კი ხშირად ვისმენთ, რომ ისინი რთული კონტიგენტია და მათთან  მუშაობა დიდ  სირთულეებთან  არის დაკავშირებული. გარდა ამისა,  ეს ბავშვები არ არიან  ქართული ეთნოსის  წარმომადგენლები და ზოგიერთ  მათგანს  არც დოკუმენტაცია გააჩნია. თუმცა,  სოციალური  მომსახურების სააგენტო აწარმოებს  მათ  აღრიცხავს   რათა  ბავშვებსა და მოზარდებს შეეძლოთ შესაბამისი სერვისებით სარგებლობა.

დღესთვის  კიდევ ერთი აქტუალური  პრობლემა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ბავშვებს უკავშირდება. საზოგადოებას განსხვავებული

დამოკიდებულება აქვს შეზღუდული შესაძლებლობის პირების მიმართ. ზოგიერთი ვერ ხვდება, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების სრულ უფლებიანი ნაწილია და მათ მიმართ არასწორი დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, წლიდან წლამდე იზრდება საზოგადოების სწორი მიდგომა ამ საკითხის მიმართ, რაც კიდევ ერთი წინ გადადგული ნაბიჯია ნორმალური ქვეყნის შესაქმნელად. ამ აზროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობენ სხვადასხვა სტრუქტურები, ინსტიტუტები, სკოლები, არასამთავრობო ორგანიზაციები.

სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვარს ქვემომთ  მყოფი  მომავალი თაობა.  ეს ის პრობლემაა რომელიც  სახელმწიფოს  ეკონომიკური მდგომარეობით განისაზღვრება. ასეთი  ბავშბი ხშირად, საზოგადოებისგან  გარიყული  და დაცინვის მსხვერპლნი ხდებიან, რაც მათ ფსიქიკაზე  წარუშლელ კვალს ტოვებს და მომავალში  ძალიან ცუდ  შედეგებს  იძლევა. ასაკის  მატებასთან  ერთად  ისინი პირიქით ხდებიან მჩაგვრელები,  ეს კი ძალადობის მაჩვენებლების  ზრდას  იწვევს.

ეს ის  მცირედი ჩამონათვალი იმ პრობლემებისა,  რომლებიც ქართველ  ბავშვებს  აწუხებს. 21-ე საუკუნე   ეს არის დრო როდესაც  ბავშვთა უფლებები  მეტად  უნდა იყოს დაცული და  წარმოადგენდეს  პრიორიტეტს  როგორც ხელისუფლებისთვის ასევე  რიგითი მოქალაქეებისთვის.

ავტორი: თაკო ერემიანი

პოპულარული

"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
„მილიონი კაცია და ჩამოყვანილი როგორაა, კამერა მიაბრუნეთ, ნახეთ რა პასუხია, გენიალური“ - ქალბატონი "ოცნების" აქციიდან (ვიდეო)
"ამდენი უპატრონო ადამიანია და ესენი კიდევ ზეიმობენ" - "ოცნების" აქციაზე ირაკლი ხომასურიძემ პროტესტის ნიშნად თავზე ნაცარი დაიყარა (ვიდეო)
"ოცნების" აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და მისი სამი თანამშრომელი ავარიაში მოყვნენ
დაწერე კომენტარი