„ბავშვზე…კალანდიაზე უნდათ გასვლა… ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ, ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა?“ – მირზა სუბელიანი

კალანდია

სუბელიანის სკანდალური ჩანაწერები – მთავარმა პროკურატურამ დღეს კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც უწყების განმარტებით 6 ივლისს არის ჩაწერილი.

საუბარში კვლავ მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მონაწილეობენ. სუბელიანი ჩანაწერში ხორავას ქუჩის მკვლელობაის საქმეში ერთ-ერთ ფიგურანტზე, მიხეილ კალანდიაზე საუბრობს:

„ბოლომდე მწირავენ, ვერ ხედავ, უკვე ყველაფერზე მიდიან… ბავშვზე…კალანდიაზე უნდათ გასვლა… ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ, ატყობ რეებს აკეთებენ?! იმ დონეზე არიან, რომ მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან, ყველაფერს ანგრევენ. ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა? ყველაფერი გავაკეთე და რა მივიღე? დანგრეული არ მაქვს ცხოვრება? მისთვის უკვე რა აზრი, აქვს სად იქნება… დაჭერა უნდათ, დაიჭირონ, მარა სწორი იქნება? ცხოვრება აღარ აქვთ, რა დღეში არიან ჩემები „პროსტა“, შენ ხომ იცი… ამ ბავშვს პატრონი აღარ ჰყავს… არც ჩემებს ჰყავს და არც არავის…“, – აცხადებს სუბელიანი

loading…

პოპულარული

თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
"ოცნების" ყველა შიდა კვლევით გრიგოლ ვაშაძე არჩევნებს 12%-იანი უპირატესობით იგებს!"- რას გეგმავს ხელისუფლება
დაწერე კომენტარი