ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ გასაყიდად არიან გამზადებული – სუსლიაკის ადვოკატი სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს

ტრეფიკინგში ბრალდებული ქალი – გაათავისუფლებენ თუ არა იულია სუსლიაკს, დღეს გახდება ცნობილი. პროკურატურა პატიმრობის გაგრძელებას ითხოვს და მიიჩნევს, რომ სუსლიაკი მის შვილებს გასაყიდად ამზადებდა.

ილულია სუსლიაკის უფლებადამცველი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და სამარტალდამცველებს ბავშვებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ადვოკატი ჰყვება, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები, არასრულწლოვნებთან კლინიკის პალატაში შედიოდნენ და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. ზურაბ თოდიასინფორმაციით, ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი გასაყიდად არიან გამზადებულები.  

მისივე განცხადებით, ბავშვები, რომლებიც ახლა უკვე უკრაინაში იმყოფებიან, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან.

ზურაბ თოდუამ სასამართლო სხდომებიდან პროკურორების აცილებაც მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. 

„პირველი ვისაც ვხედავ მე სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული პროკურორის სახით, აუცილებლად, მის აცილებას მოვითხოვ. რამეთუ მას, ქალბატონ მარიამ გოგორელიანს და ქალბატონ თეა გიორგაძეს, ჩემი ალბათობის მაღალი ხარისხით დანაშაული აქვს ჩადენილი იულია სუსლიაკის და მისი ბავშვების მიმართ. რამეთუ დღეს, ამ დილით მოწოდებული ინფორმაციით, ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის გართულებული, სპეციალური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან ექიმებთან და მალე მექნება დოკუმენტები იმის თაობაზე, რომ თუ როგორ, რა გზებით ცდილობდნენ ამ ბავშვებიდან გამოეძალათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს იულია სუსულიაკი არ არის მათი დედა და ბავშვებს გასაყიდად ამზადებდა. ეს არის უზნეობა და უსინდისობა, მეტი არაფერი. ბავშვი აცხადებს, რომ მასთან შემოდიოდნენ პალატაში უცხო დეიდები, ბიძები, პოლიციის ფორმაში იყო ერთ-ერთი ჩაცმული, რომელიც მეუბნებოდა, რომ შენ ნაყიდი ხარ და დედაშენს უნდოდა შენი გაყიდვა“ – აცხადებს  ზურაბ თოდუა. 

პოპულარული

"ოცნება" ურჩი დეპუტატების დასჯას იწყებს - ივანიშვილის შურისძიება კაკულიასა და მარიამ ჯაშზე, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით"- აშშ-ის საელჩოს სპეციალური განცხადება
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"გავრილოვის სისხლიანი ღამე"- პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
"დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა"- მარიამ ჯაში
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
პუტინი საჯდომზე - თამო ვაშალომიძის უპრეცედენტო პროტესტი (ფოტო)
დაწერე კომენტარი