“ბავშვები ძირს ეყარნენ, ერთს თავში მინა ჰქონდა მოხვედრილი” – რას ყვება თვითმხილველი ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარზე

შენობა, საიდანაც მინა ჩამოვარდა და 6 ბავშვი დაშავდა, “საქენერგოს” კუთვნილებაა. შუშა შენობის მესამე სართულიდან ჩამოვარდა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ბარათაშვილის ქუჩა N 2 -ში, ავტობუსების გაჩერებასთან ახლოს მოხდა.
„ისეთი ხმაური იყო, ყველა გარეთ გავცვივდით, ბავშვები ძირს ეყარნენ. ერთს თავში მინა ჰქონდა მოხვედრილი და სისხლი მოსდიოდა. ასე, 11 -12 წლის ბავშვები იყვნენ. დანარჩენებიც დაშავდნენ. ისეთი ამბავი იყო, იმდენი ხალხი მოგროვდა უცებ, სასწარაფო გამოვიძახეთ. ბავშვები საავადმყოფოში წაიყვანეს“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „კვირასთან“ საუბრისას.
„საქენერგოს“ შენობა რვასართულიანია. პირველ სართულზე კი, სხვადასხვა კერძო დაწესებულებები ფუნქციონირებს.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ საქმე აღძრა. როგორც “კვირას” უწყებაში განუმარტეს, საქმე აღძრულია 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის დაზიანება გაუფრთხილებლობით).
ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობიდან შუშა ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა.

როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, დაშავებულებიდან 3 მოზარდი ინგოროყვას სახელობის საუნივესიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი, 3 – კი,  “ამტელ ჰოსპიტალში”.

პოპულარული

რატომ არ ატარებენ ქალები ბიუსტჰალტერებს 13 ოქტომბერს
დაპირისპირება ვაკეში - ტაქსისტი უკრაინის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა
"იძულებულ გახადეს ჩემი ძმა, დედაბუდიანად არიან ბო*ები და გათახსირებულები" - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის და (ვიდეო)
"არ დამნებდები და ჩაჯდები ციხეშიო..." - სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებლი "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი