„ჩუმად მეუბნებოდა ხოლმე, ფული მაქვსო და ბავშვთა სახლში დროებით დაბინავებული უმშვენიერესი ბავშვებისთვის მატანდა“ – ფანჯიკიძე გურამ დოჩანაშვილზე

ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში გურამ დოჩანაშვილზე წერს. ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ გურამ დოჩანაშვილი ბავშვთა სახლში დაბინავებული უმშვენიერესი ბავშვებისათვის თანხას ატანდა ხოლმე.

„წლების წინ, ბევრად ღარიბი რომ იყო ჩვენი ქვეყანა, პერიოდულად მირეკავდა და შეთქმულივით ჩუმად მეუბნებოდა, გამომიარე, ფული მაქვსო და ბავშვთა სახლში დროებით დაბინავებული უმშვენიერესი და უჭკვიანესი ბავშვებისთვის მატანდა, რომ რამე საჭირო ნივთი ან რამე გემრიელი მეყიდა მათთვის. ძალიან მიყვარს და მინდა დიდხანს იყოს ჩვენ გვერდით. გურამ დოჩანაშვილი 81“, – წერს ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს 81 წლის იუბილეს აღნიშნავს. მისი შემოქმედება მრავალ ენაზეა ნათარგმნი, ხოლო ნაწარმოებები კი საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს. ის არის ავტორი ისეთი ცნობილი მოთხრობებისა, როგორებიცაა: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „საქმე“, „ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება“… მისი ლეგენდარული რომანია „სამოსელი პირველი“, რომელიც 1975 წელს გამოიცა და დაფუძნებულია ბიბლიური „უძღები შვილის“ იგავის სიუჟეტზე.

loading...

პოპულარული

"როგორ შეიძლება ექიმი რომელიმე პარტიას მიეკუთვნებოდეს?! როგორ შეიძლება მე, როგორც ექიმმა გავარჩიო პოლიტიკური ნიშნით პაციენტი" - მელია გოგაშვილის თავდასხმას პასუხობს
"მიგზავნიან სიას-ექიმების პირად მონაცემებს, სიაში ვინც პირველი სწერია, იმ დედ****ულს უნდა დავურეკო დახმარებისთვის?" - სუს-ის ყოფილი უფროსი ანზორ მელიას და ქართველ ექიმებს თავს ესმის
დღეიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი
"ამერიკა არ არის კორონავირუსთან ბრძოლისთვის მომზადებული, არც ექთნები და ექიმები არიან დაცულნი ინფიცირებისგან" - ამერიკელი ექთნის ემოციური ვიდეო მიმართვა
დაწერე კომენტარი