“ახლა უკვე გაჩუმება აღარ იქნება,ოპოზიციამ ზღვარი გადალახა, ასეთ სიბინძურეებთან, გაჩუმება, კომპრომისი არ იქნება” – წულუკიანი

წულუკიანი

“კომპრომისები არ იქნება ასეთ სიბინძურეებთან”, – ასეთი განცხადება გააკეთა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებზე საუბრისას.

წულუკიანმაც ჩანაწერების გავრცელებაში ოპოზიცია დაადანაშაულა და თქვა, რომ გამოძიებისგან ბევრ კითხვაზე პასუხს ელოდება: 

“მე ვფიქრობ, რომ ახლა უკვე გაჩუმება აღარ იქნება, რადგან უკვე ზღვარი გადალახა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა. კომპრომისები არ იქნება ასეთ სიბინძურეებთან…ის სტილი, რომლითაც დაიწყო საარჩევნო კამპანია, გრძელდება და ეს ალბათ კიდევ უფრო გამძაფრდება მომდევნო დღეებში. ეს შეიძლება იყოს მორიგი ჩანაწერების გამოქვეყნება, რათა მიღწეული იყოს მთავარი მიზანი – ე.წ. გვამების პოლიტიკა. ასე რომ, ასეთი სიბინძურე კიდევ მრავლად იქნება”, – თქვა წულუკიანმა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი