“სიჩუმე ახლა არის დანაშაულის ტოლფასი” – ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, კონსულტაციებს გადის იმ ადამიანებთან, რომელთაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სწორად შემოტრიალება შეუძლიათ.

“ვესაუბრები ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებსაც ჩემსავით გვერდიდან მაყურებლის როლი უკავიათ, თუმცა ბევრი რამ შეუძლიათ პროცესის სწორად შეტრიალებისთვის. მაქვს ამ ადამიანების დარწმუნების სურვილიც, მოტივაციაც და საშუალებაც. არ ვიტყვი სახელებს და გვარებს. დაახლოებით, აპრილის ბოლომდე დამჭირდება გარკვეული სახის კონსულტაციების დასრულება და მაისში გარკვეული სახის გეგმებზე ვისაუბრებთ. მიმაჩნია, რომ ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა, ამ სიტუაციაში… თქვენ რომ გეკითხათ რატომ იყავი ჩუმად 2012, 2013, 2014, 2015 წელს, მე მარტივად გეტყოდით, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება ქვეყანაში და რატომ უნდა ვიხმაურო, მარტო იმისთვის, რომ ვიხმაურო?! დღეს იმ ტენდენციების ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება და ყველაფერი ცუდი ხდება. ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა არის დანაშაულის ტოლფასი, თორემ არანაირი სურვილი პოლიტიკაში დაბრუნების არც მქონდა და არც მაქვს სიმართლე გითხრათ”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

პოპულარული

ივანიშვილი ფავორიტ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდა - საბედისწერო ვახშამი, რომელსაც ლაშა ჟვანიას თანამდებობა შეეწირა
ბატიაშვილის ორმაგი სტანდარტი და არჩევნებს შეწირული ია კერზაია - უმძიმესი სურათი ზუგდიდის მე-11-ე სკოლაში (ფოტო,ვიდეო)
"ლევან ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები მისი მანქანიდან ამოიღეს" - ადვოკატი
„ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები, თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ, გადადით ლეიბორისტებში“ - დაპირისპირება პარლამენტში
საჯარო სექტორის უარი მთავრობას- „გაკვირვებულები ვართ, საპენსიო რეფორმიდან გასული 2 915 ადამიანიდან 2 650 საჯარო სექტორიდანაა“- სურგულაძე
"მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის... ბოდიშს ვუხდი დედას და საზოგადოებას" - ლევან ჯიბღაშვილი
"როცა გავიღვიძებ მექნება დიდი ტაკ...ბი" - თამო ვაშალომიძემ უკანალი გაიდიდა (ვიდეო)
თოვლი, ქარი და წვიმა - როდის გაუმჯობესდება ამინდი საქართველოში
მიწისძვრის გამო ცათამნჯენის აუზიდან წყალი ჩანჩქერივით გადმოიღვარა - შთამბეჭდავი სანახაობა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი