,,ახლახან მივიღე საგანგაშო ინფორმაცია!”-გაფრთხილდით, გაფრთხილდით, გაფრთხილდით!!!”

მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

იზრუნე ჯანმრთელობაზე

,,SOS!!! SOS!!! SOS!!!

ვთხოვ ყველა საინფორმაციო სააგენტოს, ყველა ბეჭვდით ორგანოს – მასმედიას, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რათა არ განხორციელდეს ოზურგეთში ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის დამაზიანებელი, მოსალოდნელი მზაკვრული გეგმა!!!

ახლახან მივიღე საგანგაშო ინფორმაცია, რომ ოზურგეთის ცესკოს საოლქო კომისიის შენობაში თავისულად შედიან და გამოდიან ადგილობრივი ხელისუფლების მოხელეები და ფიქსირდება მათი საეჭვო ქმედებები, პოლიცია და საოლქო ადმინისტარაციის წარმომადგენლები ამ „საეჭვო“ სტუმრიანობას არ ეწინააღმდეგებიან და სათანადო რეაგირებას არ ახდენენ, როცა, ამ დაუშვებელი საქციელების პარალელურად, „ქართული ოცნების“ დამარცხებული მერობის კანდიდატი წინასწარ აანონსებს, თითქოსდა ნასაკირალის საარჩევნო უბანზე არსებობს დარღვევა (ზედმეტი ბიულეტენები), რომელიც საფუძველი გახდება ამ უბნის გაუქმებისა… ეს, სწორედ ის უბანია, სადაც დაფიქსირდა 114 ხმა დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის სასარგებლოდ და, რომელმაც გადაწყვიტა ამ არჩევნების ბედი ორი კანდიდატიდან ერთ-ერთის სასარგებლოდ – გამარჯვებისა (კონსტანტინე შარაშენიძის) და დამარცხებისა (ბეგლარ სიორიძის)… ასეთი მზაკვრული მცდელობა სახელისუფლო, დამარცხებული კანდიდატის საარჩევნო შტაბის მხრიდან, სწორედ იმ წინაასაარჩევნოდ, ჩვენ მიერ  გაცხადებული დანაშაულებრივი სქემის მოსალოდნელი ქმედებების ნაწილთაგანია.

მოვუწოდებ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას, პარტიის თავჯდომარეს, პარტიის გენერალურ მდივანს და პარტიის აღმასრულებელს, ასევე – ამ პარტიის დამფუძნებელსა და სულისჩამდგმელს, ბიძინა ივანიშვილს, ნუ მისცემთ უფლებას საკუთარი, სამარცხვინო და „ქართული ოცნებისათვის“ მიუღებელი გეგმის განხზორციელება შეძლოს ბეგლარ სიორიძის შტაბმა და ასეთი მზაკვრობით მიაღწიოს სამართლიანად წაგებული ბრძოლის (სხვათაშორის ამ ბრძოლაში სიორიძის შტაბი ყოველგვარი სიბინძურითა და მოსყიდვებით შეეცადა ამომრჩეველთა გადაბირებას) შემოტრიალებას, თორემ, (მხოლოდ კეთილი სურვილით), გარწმუნებთ, ოზურგეთში დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება, თუ სამიათასი კაცი გამოვიდა უკანონობის ასალაგმავად და, სწორედ, მიზანში ამოღებული, ნასაკირალის ერთ-ერთ სააჩევნო უბანში დაფიქსირებული ხმების დასაცავად, ცუდ შემთხვევაში, ახლა გამოვა 17 ათასზე მეტი ამომრჩეველი, რომელმაც ნდობის მანდატი კონსტანტინე შარაშენიძეს მიანიჭა.

პირადად, მე, და არა მხოლოდ მე, ოზურგეთში გავჩნდებით დაუყოვნებლივ და სამართლიანობის მხარეს ბოლომდე დავდგებით!..

გაფრთხილდით, გაფრთხილდით, გაფრთხილდით!!!”

ალია

loading…
გააკეთე კომენტარი!