ახალქალაქის ტყეში 23 წლის ბიჭი გაყინული იპოვეს

პოლიცია

ახალქალაქში, 23 წლის მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

ახალქალაქის სოფლების – მაჯადიასა და ოლავერდის მიმდებარედ, ტყეში 23 წლის ადგილობრივის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, გაიყინა.

თანასოფლელების განცხადებით, გარდაცვლილი არაერთხელ უნახავთ მაჯადიიდან ტყისკენ ფეხით მიმავალი, სადაც მისი ახლობლები ცხოვრობდნენ.

გარდაცვლილის ძებნა 6 იანვარს, საღამოს მას შემდეგ დაიწყეს, როცა ახალგაზრდა მამაკაცი სახლში არ მივიდა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ გარდაცვლილი ისეთ ადგილას მოხვდა, საიდანაც გამოსვლა გაუჭირდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 -ე მუხლით დაიწყო, რომელიც გაუფრთხილებლობით სიკვდილს გულისხმობს.

პოპულარული

ჩინეთმა კორონავირუსთან საბრძოლველად 1000 საწოლიანი საავადმყოფო 48 საათში ააგო
ჩინელმა მკვლევარებმა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინა შექმნეს
სექსუალური ძალადობის შემდეგ, შშმ პირი 65 წლის კაცისგან დაორსულდა - რა წერია ზუგდიდში 22 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეში
"ხელი ჩაწიე, უზნეო ხალხი ხართ" - ლაჩარი ხარ!"- დაპირისპირება მდინარაძე-ბოკუჩავას შორის (ვიდეო)
დაწერე კომენტარი