ახალი წელი ჯერ არ დამდგარა და უკვე რამდენიმე ათეული შემთხვევაა დამწვრობის ცენტრში – გუგა ქაშიბაძე

ქაშიბაძე

დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ​მა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, რომ ახალ წლამდე ერთი დღით ადრე, უკვე დაფიქსირდა დაზიანების ათეულობით შემთხვევა მათ ცენტრში.

cyc

ექიმი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ  არ გამოიყენონ პიროტექნიკა

“მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ჯერ არ დამდგარა, უკვე რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა დამწვრობის ცენტრში. საბედნიეროდ, ფოიერვერკებით და მაშხალებით დაზიანების მძიმე შემთხვევები არ გამოვლენილა, წლიდან წლამდე მატულობს ასეთი დაზიანებები,

ექიმისთვის გულდასაწყვეტია ისეთ ტრავმასთან მუშაობა, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა, მით უმეტეს, ამ შემთხვევების ნახევარი მოდის ბავშვებზე. სტატისტიკა მხოლოდ დამწვრობის არაა, ბუნებრივია, ძალიან ხშირია ნაკვეთი ჭრილობები, თითების ამპუტაცია, თვალების დაზიანება. მე ვფიქრობ, ყოველგვარი მაშხალების და ფოიერვერკების აფეთქების გარეშეც მოვა ახალი წელი. დროა, ბოდიშით და სულელურ ტრადიციაზე უარი ვთქვათ”, – თქვა გუგა ქაშიბაძემ. 

რეკლამა

დაწერე კომენტარი