ახალი როკის გვირაბი – ოპოზიცია კობი-გუდაურის მაგისტრალის მშენებლობას რუსულ ინტერესს უწოდებს

ახალი როკის გვირაბი – ასე აფასებს ოპოზიცია ხელისუფლების მიერ კობი-გუდაურის მაგისტრალის მშენებლობის პროექტს და მას გაუმართლებლად მიიჩნევს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ეს პროექტი ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება, თუმცა სამხედრო კუთხით ის საფრთხის შემცველია.

„ეკონომიკური თვალსაზრისით ეს პრაქტიკულად არაფერს არ მოგვცემს, ხოლო სამხედრო თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ბრმა უნდა იყო, რომ ვერ გააცნობიერო, რომ აქვს მას საფრთხის შემცველი ფაქტორები. ახლა იღებენ უზარმაზარ კრედიტს იმისათვის, რომ აი, ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, გაუადვილონ ტვირთების მოძრაობა სომხეთსა და რუსეთს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლების გაუაზრებელ და რუსეთის მიმართ შემწყნარებლურ პოლიტიკაზე საუბრობს. ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ საქართველოს მისამართით გადადგმულ თითოეულ აგრესიულ ნაბიჯზე პასუხი უნდა აგოს, რაც მისი აზრით, “ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში შეუძლებელია.

„ ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ საზოგადოებას და ყველას გვაქვს იმის შიში, რომ ხდება რუსეთთან კაპიტულაცია. ეკონომიკური სიძლიერით, თავდაცვის სიძლიერით, პოლიტიკური სიძლიერით, დიპლომატიური სიძლიერით უნდა შეგვეძლოს მისი შეკავება. რუსეთი ფასს უნდა იხდიდეს საქართველოსკენ გადმოდგმული ერთი აგრესიული ნაბიჯისთვისაც კი, რასაც „ქართული ოცნების“ პირობებში ამ პოლიტიკურ ფასს დიპლომატიურ არენაზე რუსეთი არ იხდის,“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

პოპულარული

სუსმა კახა კალაძის გუნდში კორუფციული ფაქტების შესწავლა დაიწყო - კომპრომატები დედაქალაქის მერის წინააღმდეგ (ვიდეო)
"სირცხვილია ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო, რომ დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი უდრის, დავამხოთ ხელისუფლება" - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა (ვიდეო)
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე - დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება
ვაშაძე "ოცნებაზე": ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან
"ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას, ბიძინა ივანიშვილს ექნება ისეთი პრესინგი, რომ აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - დღეს 1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
34 წლის ბიჭი ჩხოროწყუს პოლიცის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - რა კავშირი აქვს უმძიმეს საქმესთან დეპუტატ იზორიას
არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას შეაგინა თუ არა ბიძინა ივანიშვილს
დაწერე კომენტარი