საბურთალოს რაიონში ახალი მოედანი მოეწყობა

ბუდაპეშტის ქუჩა № 2 და № 6 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო მოედნები მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.

მოედნებზე ბავშვებისათვის საქანელა და აიწონა-დაიწონა დამონტაჟდა, ასევე გაკეთდა სკამები და დაიგო კაუჩუკის ახალი საფარი.

სამუშაოებს შპს „ჯეო პარკი“ ახორციელებს.

დაწერე კომენტარი