ტრაგედიის ახალი დეტალები – გარდაცვლილ მსაჯს 3 პირი ფულს სთხოვდა

გუშინ ფოთში ზღვისპირა ზოლში ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მსაჯი ილო ტუღუში სამართალდამცველებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ხელნაკეთი ქალის ჩანთა

გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ და ამბობენ, რომ ფაქტი შესაძლოა ე.წ. ჩაწყობილ თამაშს უკავშირდებოდეს.

ტუღუშის დედის განცხადებით, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მის შვილთან სამი კაცი მივიდა და მათ შორის დაძაბული საუბარი შედგა. გარდაცვლილის დედის თქმით, ისინი ილო ტუღუშისგან თანხას ითხოვდნენ.

ოჯახის მიერ დასახელებული სამი პირიდან ერთ-ერთს ნუგზარ ჩხაიძეს, რომელიც ამჟამად საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთის გურიის” დირექტორის მოადგილეა, “ქრონიკა” დაუკავშირდა. სატელეფონო საუბარში ნუგზარ ჩხაიძემ დაადასტურა ილო ტუღუშთან გარდაცვალებადე ერთი დღით ადრე ვიზიტი, თუმცა უარყო დაძაბული საუბარი. ნუგზარ ჩხაიძე პროკურატურასთან დაკავშირებასა და საჭიროების შემთხვევაში გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს.

იტვირთება…

პოპულარული

ჩერნობილი დღეს - როგორ გამოიყურება დაცარიელებული ქალაქი 32 წლის შემდეგ
სკანდალის შემდეგ, ბაჩო შენგელია ბოდიშს იხდის, რესპუბლიკური საავადმყოფო კი ექიმის ქმედების განხილვას გეგმავს
სასტიკი მკვლელობა თურქეთში - სტამბოლში ნაწამები საქართველოს მოქალაქე იპოვეს
,,ყველა გადაცემა უნდა დავხურო..." - როგორ ეხმაურება ნიკა გვარამია ივანიშვილის პოლიტიკაში ფორმალურად დაბრუნებას
დაწერე კომენტარი