„ბუჩქებში ვიყავი დამალული და იქედან ვხედავდი როგორ მისდევნენ შაქარაშვილს უცხო პირები“ – შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

გიორგი-შაქარიშვილი

შაქარაშვილის გაუჩინარების საქმეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩვენება დაზარალებულ ვახო ახვლედიანს ეკუთვნის, რომელიც წვეულების შემდეგ თბილისისკენ შაქარაშვილთან ერთად მოდიოდა. ინციდენტის დროს თბილისიდან ჩასული სპორტსმენები მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვახო ახვლედიანი შაბათს დაზარალებულად იქნა ცნობილი. მას დაზიანება მიღებული აქვს ცხვირისა და შუბლის არეებში. იგი ყვება, რომ ბალახებში იყო დამალული და იქიდან ხედავდა როგორ მისდევდა სამი უცხო პირი შაქარაშვილსა და ამირხანაშვილს.

„ავტომანქანა უცბად გაჩერდა ჩემს წინ, დაახლოებით 10-15 მეტრის მიმავალ ჩემ მეგობრებთან გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძესთან. ავტომანქანიდან გადმოვიდნენ დაახლოებით 5 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ცემა დაუწყეს გიორგი ქათამაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს. რის შემდეგაც ერთ-ერთი გამოიქცა ჩემსკენ  და პირველი მოვიდა ჩემთან, დამარტყა ხელი სახეში და მივიღე დაზიანება ცხვირის მიდამოში და ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც მე დავინახე, რომ სხვებიც მოდიოდნენ ჩემკენ ჩემ საცემად, რის გამოც მე და ჩემს გვერდით მყოფი სამი ახალგაზრდა  ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი,  გავიქეცით  უკანა მიმართულებით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მცხეთის მიმართულებით. რამდენიმე მეტრი  რომ გავიქეცით, მდევრებიც გაჩერდნენ, გატრიალდნენ უკან, ჩაჯდნენ ისევ თავიანთ ავტომანქანაში და წავიდნენ. ამის შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად ხიდზე გადავკვეთეთ გზა,  გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს  და გავრბოდით. მე ხიდზე  როგორც კი გადავედი, იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე, ეგრევე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ჯაგები და გავიქეცი იქეთკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში, ხოლო სხვები თუ საით და რა მიმართულებით გაიქცნენ, არ ვიცი, რადგანაც იყო ღამე. მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე, რომ ჩემს წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი  და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი, ვინც მოგვსდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს, ხოლო შემდეგ თუ ვინ საით გაიქცა, არ დამინახავს“, – აღნიშნულია ახვლედიანის ჩვენებაში.

პოპულარული

"ორშაბათ დილას ნინო გიორგობიანი არ იქნება მოხსნილი და რეალურ მიზეზს დავწერ რატომ ვერ ელევა მინისტრი!" - ელისო კილაძე
"ასე დაიწყო ეს ტრაგედია!!!" - როგორ მოხვდა შაქარაშვილი საგურამოში, დაბადების დღეზე
გასაიდუმლოებული ზარი ფოტოგრაფის გამოკითხვის ოქმში - ახალი ბუნდოვანი დეტალი შაქარაშვილის საქმეში
ზუგდიდში, სპეცოპერაციის შედეგად დავით შენგელიას შვილი დააკავეს
დაწერე კომენტარი