ახალი დეტალები ტერორიზმის ხელშეწყობით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის საქმეში

ბერძენიშვილი

ახმედ ჩატაევის დახმარებისთვის ბრალდებული ანატოლი ბერძენიშვილს ბრალს ორ საათში წარუდგენენ. სახაზინო ადვოკატების შემდეგ საქმეში ოჯახის მიერ დაქირავებული უფლებადამცველები ერთვებიან.

კურიერისთვის“ ბერძენიშვილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ის ეკლესია-მონასტრების მშენებლობით იყო დაკავებული. მათ შორის სამშენებლო მასალების შესაძენად და სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად ხშირად დადიოდა თურქეთის ტერიტორიაზე.

ანატოლი ბერძენიშვილი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

„ის არანაირ დანაშაულს არ აღიარებს, გამოყენებული აქვს კანონით მინიჭებული დუმილის უფლება და აქედან გამომდინარე, მე არანაირი ინფორმაციაც არ მაქვს და თვითონ არანაირი სურვილი არ აქვს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ილაპარაკოს. ხშირად დადიოდა თურქეთში თავის საქმიანობიდან გამომდინარე. ბერძენიშვილი აშენებდა ტაძრებს და ხშირად უწევდა საზღვრის გადალახვა,“ – აცხადებს ბერძენიშვილის ადვოკატი მაია სირაძე.

ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის პანკისთან კავშირზე საუბრობს მისი კიდევ ერთი ადვოკატი. უფლებადამცველი ინგა ბოლოთაური ამბობს, რომ ბერძენიშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რამაზ მარგოშვილის მეგობარია.

პანკისთან კავშირები ჰქონდა, ანატოლი ბერძენიშვილი და ხიზირ, იგივე რამაზ მარგოშვილი არიან მეგობრები. მტკიცებულებები, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიერ ჩადენილი არის დანაშაული, ასეთი მე არ გამაჩნია,“ – განაცხადა ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატმა ინგა ბოლოთაურმა.

loading…

პოპულარული

"ივანიშვილს მოუწევს იმ ფულის ანაზღაურება, რომელიც არ გადაიხადა მის კუთვნილ ბიტკოინების ქარხანაში ელექტროენერგიის მოხმარების სახით"- სააკაშვილი
"გუნდმა დაკარგა გრძნობადობა... ეს იყო სირცხვილი, ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა" - ივანიშვილი თანაგუნდელებს აკრიტიკებს
ტერორი ბიზნესზე - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ვალების განულებას „ფონდი ქართუ“ მიზერულ ფასად სთხოვს
"ხელისუფლება არის ისტერიკაში და ყველფერზე მიდის, რომ ზურაბიშვილს მოაგებინოს" - ოპოზიცია ყალბი პირადობების ბეჭვდაზე საუბრობს
ანა ნაცვლიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პტრონთან დაბრუნდა
საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი - სინოპტიკოსების პროგნოზი
დაწერე კომენტარი