ახალი დეტალები: დილით გაზით გარდაცვლილი ახალგაზრდები თანამშრომლები იყვნენ

თბილისში, კნოლევის ქუჩაზე გამთენიისას, 19 და 20 წლის ახალგაზრდები გარდაცვლილები იპოვეს.

ანა ჯაფარიძისა და დიმიტრი დარბაიძის სიცოცხლე, ნაქირავებ ბინაში არასწორად დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა იმსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, CO ოთახში, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ სწორედ შიდა წვის კამერიანი გამათბობლიდან, ე.წ. “ნიკალადან” დაგროვდა.

20 წლის დიმიტრი თბილისში საცხოვრებლად რამდენიმე თვის წინ გადავიდა, მუშაობდა და ქირით ჩუღურეთში კნოლევის ქუჩაზე ცხოვრობდა. 

ოთახში დაგროვილი გაზის ნამწვით გარდაიცვალა 19 წლის ანა ჯაფარიძეც. ის ვანის რაიონიდან, სოფელ ციხელსულორიდანაა. ანა და დიმიტრი თანამშრომლები იყვნენ, ორივე ერთ-ერთ სუპერმარკეტში კონსულტანტებად მუშაობდნენ.

სახლის მეპატრონე რუდოლფ სავადიანს სახლის ოთახები გაქირავებული აქვს. სავარაუდოდ, მისი დამონტაჟებული იყო გასაქირავებელ ფართებში გაზის ისეთი გამათბობლები, რომელიც იაფია.

ახალგაზრდების ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზი რომ ოთახში ნამწვის დაგროვება გახდა.

კნოლევის ქუჩაზე მომხდარს პოლიცია იძიებს. ამ დროისთვის სახლის მეპატრონე დაკითხეს. დღის მეორე ნახევარში კი ცხედრები სახლებში გადაასვენეს.

დაწერე კომენტარი