ახალი დეტალები ამერიკული ოჯახის მკვლელობაზე – შესაძლოა კიდევ ორი ადამიანის ბრალი გამოიკვეთოს

სმიტები

მოკლული ამერიკელი სმიტების ოაჯახის ირგვლივ კითხვები არ მთავრდება და საზოგადოება გამოძიებისგან დამატებით დეტალებს ელის.

შავი ჩაი ასკილით

“რეზონანსთან” მარნეულის მოსახლეობა, სადაც გარდაცვლილი სმიტები 7 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მედიაში გავრცელებული წინასწარი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, საუბრობენ, რომ მათი ინფრომაციით, გამოძიება საქმეში კიდევ ორი ადამიანის ბრალეულობაზე მუშაობს და არსებობს განწყობა, რომ ეს პირები გაქცეულები არიან. ხოლო მათ დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ასევე, მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ლორა სმიტი, ორსულად იყო. თუმცა ამის შესახებ ექსპერტიზის პასუხები ჯერჯეერობით ცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში მარნეულის მოსახლეობის მიერ დასახელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს და მკვლელობის რამდენიმე ვერსიას ამუშავებს.

თუმცა, კონკრეტულად ეძებენ თუ არა კიდევ ვინმეს, რომელიც ამ საქმეში შეიძლება დამნაშავე იყოს, უწყებაში არ ადასტურებენ. ამ ინფორმაციას „რეზონანსთან”, ასევე ვერ ადასტურებს ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი დავით გირგვლიანი, მისი თქმით, მას არა აქვს ინფორმაცია რა ვერსიებზე შეიძლება კიდევ გამოძიება მუშაობდეს.

თუმცა, თუ პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას ბრალდებულის მიერ დასახელებულ პირების შესახებ, ის ამ ფაქტს მხოლოდ მიესალმება.

გირგვლიანი აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული ექსპერტიზის პასუხები მისთვის ცნობილი არ არის. მისი განცხადებით, საზოგადოებას კობაურის უდანაშაულობის სჯერა, ამიტომაც მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია დაიწყო და ცდილობს, რომ შავი პიარით საზოგადოება მის წინააღმდეგ განაწყოს.

გირგვლიანი ამბობს, რომ სანამ ექსპერტზის დასკვნას პირადად არ გაეცნობა და სასამართლოზე წარდგენილი არ იქნება, მის არსებობას არ აღიარებს. ადვოკატი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს, ქალზე ძალადობის შესახებ არაფერი უთქვამს და ის მის მიერ ნახსენები პირების მხრიდან ლორა სმიტზე ძალადობის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს.

„ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროება ბრალდების მხრიდან შავ პიარს ემსახურება. დაცვის მხარე ამ პასუხს არ იცნობს და ის სასამართლოზეც წარმოდგენილი არ ყოფილა. საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა, რომ ეს საზარელი დანაშაული მისი ჩადენილი არ არის. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ მოქმედება დაიწყო. ამაზე საზოგადეობამ რეაგირება უნდა მოახდინოს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს.

“სანამ ამ ექსპერტიზის დასკვნას პირადად არ გავეცნობი, მასზე საუბარი ჩემი მხრიდან არალოგიკურია და საერთოდაც მისი არსებობა ჩემში ჯერჯერობით ეჭვების მეტს არაფერს იწვევს.

“ბუნებაში არსებობს თუ არა, ამაზე საუბარიც კი მიჭირს. სანამ სასამართლო მის დასაშვებობაზე არ ისაუბრებს, მანამდე ზედმეტია ყველაფერზე საუბარი. კობაური მსგავსი ფაქტის არსებობას ცალსახად გამორიცხავს და უარყოფს მის მიერ დასახელებული პირების მხრიდან მსგავს საქციელს”, – აცხადებს ბრალდებული მწყემსის ადვოკატი „რეზონანსთან”

ბრალდებული მალხაზ კობაურის დედა მარიამ მარტიაშვილი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ მისი შვილი ერთი დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო და ის პოლიციამ 8 ივლისს გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და კარგად დაამუშავა, რის შემდეგაც მას ბრალი აღიარებინეს. მარტიაშვილის თქმით, ის მედიაში გავრცელებულ ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა და ამბობს, რომ მისი შვილი ჩვეულებრივი მსხვერპლია.

„არ ვიცი არაფერი, ჩემთვის გაუგონარია, რომ მსგავსი საქციელის ჩადენა ჩემს შვილს შეუძლია. არ მჯერა არავისი, არც ჩვენი გამოძიების და არც ექსპერტიზის. მაინტერესებს და გამცენ პასუხი, სად იყო ჩემი შვილი ერთი დღის განმავლობაში გაუჩინარებული. კარგად დაამუშავეს და მერე გამოაჩინეს.

“მუხრანის პოლიციამ მითხრა, რომ მოწმის სტატუსით დავკითხეთ და გავუშვითო. მთელი ერთი დღე ვეძებდი და არავინ იცოდა სად იყო. ის მატყუარა მწყემსები თქვენთან, რომ ყვებიან, თითქოს მის ტელეფონში გარდაცვლილი ქალის ფოტოები იყო, რატომ დამემალნენ? არ მელაპარაკებიან. მეც მაინტერესებს, მითხრან რა იციან. იქნება და მართლები არიან, რატომ იმალებიან?”, – აცხადებს „რეზონანსთან” ბრალდებულის დედა მარტიაშვილი.

ხადას ხეობაში კი აცხადებენ, რომ მათ თავიდანვე სჯეროდათ, ქალზე დაკავებულმა კობალაძემ იძალადა და გარდაცვლილ მამაკაცსა და მას შორის დაპირისპირების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. მათ ქალის გვამის დათვალიერებისთანავე მის სხეულზე და სახეზე ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს. ლორა სმიტს აშკარად ეტყობოდა, რომ დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. ასევე ბრალდებულ კობალაძეს სახე დაკაწრული ჰქონდა. მათი ინფორმაციით, გამოძიება გაუპატიურების მიმართულებითაც მუშაობს, თუმცა მათთვის უცნობია, უწყება ეძებს თუ არა კიდევ დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს. .

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
23 წლის ჯარისკაცის მკვლელობა ქარელში - შსს-მ ბრალდებული დააკავა
უბედური შემთხვევა თბილისში - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტზე მამაკაცი გარდაიცვალა
დაწერე კომენტარი