ახალი ავადმყოფობები გავრცელდება, რაც სიკვდილიანობას გამოიწვევს – ლელა კაკულია

სოციალურ ქსელში წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება:

შავი ჩაი ასკილით

„მეგობრებო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება ახალ, საშიშ ინფექციასთან დაკავშირებით, რომელსაც „დაავადება იქსი“ უწოდეს, ვინაიდან აბსოლუტურად შეუსწავლელია!
ჩვენს მკითხველებს ალბათ ახსოვთ ქალბატონ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება „უჩინარ სიკვდილთან“ დაკავშირებით, რომელიც „გაწყვეტით დაემუქრებოდა პლანეტას“ და ეს მან ჯერ კიდევ 90-იან წლებში იწინასწარმეტყველა.
ამ ფრიად საშიშ და სერიოზულ ინფორმაციაზე, რომელიც დღეს მედიით გავრცელდა, ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ ქალბატონ ლელას და ეს კომენტარი ხვალ გამოქვეყნდება.
მანამდე კი შეგახსენებთ რამდენიმე წინასწარმეტყველებას თემასთან დაკავშირებით:
1992 წელი, 22 მარტი.
მსოფლიოში შემოდის ავადმყოფობის რთული ბაცილა, ინფექციური. წამალი არ არსებობს. გაწყვეტით ემუქრება ნახევარზე მეტს პლანეტაზე.
1993 წელი, 5 აგვისტო, დღის 12 საათი, კოჯორი.
უცნაური ავადმყოფებები გავრცელდება, რაც დიდ სიკვდილიანობას გამოიწვევს. ეს დაავადებები მრავალგვარია, მედიცინა უძლურია, მსოფლიო შეძრწუნდება. უშველის ხის ფესვები, ბუჩქის ფოთლოვანი ნახარში, ანუ ხალხური მედიცინა, მეტი არაფერი. ეს იქნება დიდი კატასტროფა. მსოფლიოს ააფორიაქებს შიში.
2008 წელი, 1 მარტი.
მსოფლიოში ჩნდება სამი სახის დაავადება. ეს სამი სახის დაავადება სისხლში არ ჩანს. მას „უჩინარ სიკვდილს„ შეარქმევენ — მიდი და ებრძოლე!
ამ დაავადების პასუხი, ანუ წამალი, ჯუნგლებშია, ერთ-ერთი ცხოველის სისხლზე მზადდება. ეს იშვიათი ცხოველია, როგორია, ბევრმა არ იცის. თუ მათ ფერმებში მოაშენებენ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება. მაგრამ სანამ მიაგნებენ, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გარდაიცვლება! ომი სჯობს ამ უჩინარ დაავადებას!
საერთოდ, ისეთი ბაცილები მოდის ჯუნგლებიდან, მომენტალურად ანგრევს ორგანიზმს.
შეგახსენებთ, წინასწარმეტყველი კომენტარს, რამდენად სახიფათოა „დაავადება იქსი“ საქართველოსთვის და რა შედეგები მოჰყვება მას, ხვალ შემოგთავაზებთ“, – ნათქვამია „პოსტში“

newsmakers.ge

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
ფიზიკური ანგარიშსწორება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულბისას ფიზიკურად გაუსწორდნენ
„არ მაქვს მოლოდინი, რომ ის არ იქნება ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელი“ - ნაზი ჯანეზაშვილი პრეზიდენტს აკრიტიკებს
„მოლოდინი არ გვაქვს, რომ საუკეთესო კანდიდატურას მივიღებთ“ - თამარ ჩუგოშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება
"დამხვდა ხამების ჯოგი... მე წავედი, მშვიდობა ყველას..." - რას წერდნენ და რამ გაანაწყენა მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც 65 კილო დაიკლო
თურქული კინოს ყველაზე ლამაზი წყვილი საბერძნეთში ისვენებს - ბურაკ ოზჩივითის და ფაჰრიე ევჯენის რომანტიული არდადეგები (ფოტოები)
ზურაბ ჯაფარიძე ამომრჩევლებს აუზში ხვდება (ფოტო)
21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი