“ახალგაზრდობა ავადმყოფდება, წყდება” – ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ნარკოტიკული საშუალება გამოჩნდა

ბოლო ხა­ნებ­ში ოკუპირებული აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა “პრე­გა­ბა­ლი­ნის”, იგი­ვე “ლი­რი­კას” მოხ­მა­რე­ბის­თვის არა­ერ­თი ახალ­გაზ­რდა და­ა­კა­ვეს. ინფორმაციას “AMBEBI.GE” ავრცელებს.

მათ კვალ­დაკ­ვალ აფხაზ­მა ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბიც აიყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, “ჩა­რე­ვე­ბის” შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა. აფხა­ზე­ბი წე­რენ, რომ რე­გი­ონ­ში ახა­ლი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­მო­ი­ტა­ნეს – ეს “პრე­გა­ბა­ლი­ნია”, თუმ­ცა უფრო ძლი­ე­რი მოქ­მე­დე­ბა აქვს.

“ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, პირ­და­პირ ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე მოქ­მე­დებს და მას ძი­რი­თა­დად 18-წლამ­დე ასა­კის მო­ზარ­დე­ბი მო­იხ­მა­რენ. არა­ერ­თი მათ­გა­ნი აიყ­ვა­ნეს სკო­ლებ­ში, სკვე­რებ­სა და პარ­კებ­ში. უაზ­რო გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით და სა­ში­ში, აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით მო­იყ­ვა­ნეს 16 წლის ბიჭი სკო­ლი­დან სახ­ლში. მას ექი­მებ­მა ვე­რა­ფე­რი გა­უ­გეს და შემ­დეგ, ისევ ვი­ღაც ახალ­გაზ­რდამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნემ უშ­ვე­ლა,” – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ია­სონ აფხა­ზი.

რაც შე­ე­ხე­ბა “პრე­გა­ბა­ლინს”, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ბევ­რმა თქვა, რომ მას ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით იღებ­და, თუმ­ცა, მისი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა. “ამ მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­წე­რის უფ­ლე­ბა, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ყვე­ლა ექიმს არ აქვს” – წერს აფხა­ზუ­რი მე­დია და დას­ძენს, რომ მას ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ე.წ. ლომ­კის მო­სახ­სნე­ლად იღე­ბენ.

loading…

პოპულარული

ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება ჰააგაში - თეა წულუკიანი საკუთარ განცხადებას უარყოფს და ოპოზიციას ადანაშაულებს
რაც არ უნდა მინისტრები აგზავნოს ივანიშვილმა, სდიოს პირადობის მოწმობებს და ე.წ. ძველი ბიჭები ჩართოს კამპანიაში, ვერაფერს მიაღწევს - ბაჩუკი ქარდავა
"საქართველოს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მთავრობაში მტრები გვყავს"- სანდრა რულოვსი წალენჯიხაში ამომრჩეველს შეხვდა (ვიდეო)
"ცესკოს არ ჰქონდა უფლება დაენიშნა არჩევნები სამუშაო დღეს" - გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა
"ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო" - რევაზ არველაძე
50 რამ, რაც სახლიდან ახალ წლამდე უნდა მოაშოროთ იმისთვის, რომ წარმატებული წელი გქონდეთ
„ოჯახი ნიკოლოზს 10 წელი ელოდა... უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება დიდ უბედურებად ერთ წამში გადაიქცა"- მეზობლები ფონიჭალაში გარდაცვლილ დედა-შვილზე უცრემლოდ ვერ საუბრობენ
"მთლიანი ყელი და ტანი გადაჭრილია ..." - ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
ცოლმა ქმარი უხარისხოდ გაკეთებული რემონტის გამო მოკლა
დაწერე კომენტარი