ახალგაზრდა კაცს საკუთარ ეზოში გიურზამ უკბინა – შემთხვევა რუსთავში

რუსთავში, გორის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი გიურზამ დაკბინა. იგი ცენტრალურ საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზირებული. როგორც ქვეწარმავლის მიერ დაკბენილმა მამაკაცმა “ინფო რუსთავთან” საუბარში აღნიშნა, შხამიანმა გველმა მას საცხოვრებელი სახლის ეზოში უკბინა. ახალგაზრდა მამაკაცს ნაკბენი ხელის არეში, 2 ადგილზე აღენიშნება.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, პაციენტს აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და ამ ეტაპისთვის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმის ინფორაციით, თუ მამაკაცს ინტოქსიკაციის სიმპტომები გამოუვლინდება, მას რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება თავად გამოიძახა და გველის სახეობის დასადგენად, ქვეწარმავალი კლინიკაში მიიყვანა. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან სპეციალისტებიც, რომლებმაც დაადასტურეს რომ გველის ეს სახეობა ეს ნამდვილად გიურზაა.

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
"12 საათზე, როგორც კი ჩამოკრავს ზარი ხელში დაიჭირეთ ერთ ლარიანი მონეტა და ..." - ახალი წლის მთავარი რიტუალი
„ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია...“ - ხათუნა ჟორდანია მძიმე დაავადებას ებრძვის
თამო ვაშალომიძე შიშველ სხეულზე რძეს ისხამს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი