აჭარაში 20 წლის დედამ შვილი დაბადებისთანავე მოკლა – დედას 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბავშვი

ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს.

მას მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “ბათუმელები” აქვეყნებს.

შემთხვევა 2018 წლის თებერვალში მოხდა – 20 წლის გოგომ სახლში იმშობიარა.

გამოძიების ვერსიით, საძინებელ ოთახში „მშობიარობის შემდეგ უმალვე კისრის ორგანოებზე დაწოლით მან განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი.”, – აღნიშნულია განაჩენში. ადგილზე მისულ პოლიციელებს ახალშობილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა მის წინააღმდეგ წარმოადგინა.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული, რომელიც ადრე არ არის ნასამართლევი, აღიარებს, ინანიებს და მძიმედ განიცდის ჩადენილ დანაშალუს, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას,” – წერია განაჩენში.

20 წლის ქალი სისხლის სამართლის კოდექსის 112 -ე მუხლის შესაბამისად გაასამართლეს. ეს მუხლი გულისხმობს „დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე”. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

loading...

პოპულარული

"მოზარდებმა გაქცევა მოახერხეს..." - ოკუპანტების მიერ გატცებული 16 წლის ბიჭის დედა "ნიუპოსტთან" დეტალებს ჰყვება
ოკუპანტებმა სოფელ კარბალადან 17 წლის ალეკო შიუკაშვილი გაიტაცეს
ჯანდაცვის მინისტრის ხელმოწერილი სკანდალური დოკუმენტი - "მთავარის" ინფორმაციით რეისი, რომლითაც ჩინეთიდან ქართველების ევაკუაცია მოხდა გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო (ვიდეო)
პირველი გამაოგნებელი კადრები საჩხერის სასტუმროდან, სადაც ჩინეთიდან ევაკუირებულები იმყოფებიან - რა პირობებში უწევს ყოფა 34 ადამიანს
"როცა საქმე ეხება პროპორციულ და სამართლიან არჩევნებს, საუბარი რაღაც 100/50-ზე და ციფრებზე უადგილოა" - ბაჩუქი ქარდავა (ვიდეო)
კვირაში სამი ან მეტი კვერცხის ჭამა გულის დაავადებათა რისკს ზრდის - ახალი კვლევა
პირველი გამაოგნებელი კადრები საჩხერის სასტუმროდან, სადაც ჩინეთიდან ევაკუირებულები იმყოფებიან - რა პირობებში უწევს ყოფა 34 ადამიანს
„გუშინ ნაციონალებმა იტალიაში კონცერტი ჩამიშალეს“ - თემურ თათარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრის ხელმოწერილი სკანდალური დოკუმენტი - "მთავარის" ინფორმაციით რეისი, რომლითაც ჩინეთიდან ქართველების ევაკუაცია მოხდა გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო (ვიდეო)
დაწერე კომენტარი