აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონა

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შუახნის მამაკაცი 2 კვირის წინ საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. ის კარანტინში იმყოფებოდა, მე-14 დღეს კი გეგმიური ტესტირებით COVID-19 აღმოაჩნდა.

ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. მედიკოსების ინფორმაციით, მას ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსზე 350-მდე პირი შეამოწმეს.

დაწერე კომენტარი