აჭარაში ვირუსის გავრცელების შეჩერება ვერ ხერხდება, ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა ისევ ამ რეგიონშია

კორონა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან – 165 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება. ინფიცირების დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.

„აჭარაში გამოვლინდა 165 შემთხვევა, თბილისში – 34, რუსთავში – ოთხი, იმერეთში – 14 , აქედან ორი თერჯოლაში და 12 ქუთაისში, გურიაში – ოთხი, აქედან ერთი – ლანჩხუთში, სამი – ოზურგეთში, ერთი – დუშეთში, ორი – ზუგდიდში“, – აღნიშნა ენდელაძემ.

დაწერე კომენტარი