დონალდ ტრამპმა აშშ-ში შესვლა კიდევ სამი ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა კიდევ სამი ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდა. მათ შორის ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა და ჩადია.

აღსანიშნავია, რომ არაბული ქვეყნების მოქალაქეთათვის დაწესებულ შეზღუდვას ვადა კვირას, 24 სექტემბერს ამოეწურა. ახლად დამატებული ქვეყნებისთვის, ისევე, როგორც სიაში უკვე არსებულთათვის, გამკაცრებული შემზღუდველი ზომები 18 ოქტომბრიდან ამოქმედდება და შეზღუდვები გავრცელდება იმ პირებზეც, რომელთაც აშშ-ში მაცხოვრებლებთანმჭიდრო კონტაქტები აკავშირებთ. მანამდე კი ძალაში რჩება ძველი პირობები. თუმცა, არაბული ქვეყნების სიაში ცვლილებები განხორციელდა და ნუსხიდან სუდანი, უფრო ადრე კი ერაყი ამოიღეს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნის. „ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტი ამერიკის უსაფრთხოებაა. ჩვენს ქვეყანაში ვერ მივიღებთ მათ, ვისთვისაც ვერ შევძლებთ უსაფრთხო შერჩევის უზრუნველყოფას“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ სიაში ახლად დამატებული ვენესუელისა და ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებები შეერთებულ შტატებთან სავიზო და უსაფრთხოების საკითხებში არ თანამშრომლობენ.

ვენესუელის შემთხვევაში, აკრძალვა სახელმწიფო მოხელეებს, მათი ოჯახის წევრებსა და ბიზნეს და ტურისტულ ვიზებს შეეხება. სხვა შემთხვევაში კი ამოქმედდება დამატებითი შეზღუდვები.

1-ლი სექტემბრიდან აშშ-ის მოქალაქეებისთვის, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უკვე მოქმედებს ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებაზე შეზღუდვა, ახლა კი აკრძალვა უკუმიმართულებითაც გავრცელდება.

სიაში კვლავ რჩება ირანი, იემენი, ლიბია, სირია და სომალი, რომელთა მოქალაქეებისთვისაც კვლავ შეჩერებულია როგორც საიმიგრაციო, ასევე არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა. ახალ შეზღუდვებს ირანელებისთვის შეურაცხყოფად აფასებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი.

 

loading...

პოპულარული

"აღელვება" თუ არაკომპეტენტურობა: რა განსხვავებაა სწრაფსა და დაჩქარებულ ტესტებს შორის და რომელს იყენებს ჯანდაცვის სამინისტრო ჩაკეტილ რეგიონებში
5 ახალი ინფიცირებული რამდენიმე საათში - კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა
''ოთხი შვილი შოშიებივით შემომყურებენ როდის მივუტუან საჭმელს..მიწა მოგვაყარეს, ცოცხლად დაგვმარხეს'' -COVID-19 -ის გამო სოციალურად დაუცველებს, მთვრობამ ყოველთვიური შემოსავალი შეუწყვიტა
''ამ ეტაპზე ვირუსით ინფიცირებული 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა'' - მარინა ეზუგბაია
''მასშტაბური ეპიდემიის ზღვარზე ვართ, შესაძლოა, გადაიზარდოს იტალიის მსგავს პროცესებში'' - ამირან გამყრელიძე
''მასშტაბური ეპიდემიის ზღვარზე ვართ, შესაძლოა, გადაიზარდოს იტალიის მსგავს პროცესებში'' - ამირან გამყრელიძე
სამხრეთ კორეა კორონავირუსს ამარცხებს- საავადმყოფოებში მოთავსებულ დაავადებულ პაციენტთა რიცხვს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადაასწრო
მსახიობი ია სუხიტაშვილი კარანტინში მოათავსეს
სასტიკი მკვლელობა გურჯაანში - მამამ 3 თვის შვილი მოკლა
დაწერე კომენტარი