აშშ-ში ქართველი მოკლული იპოვეს

შემთხვევა

აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში,  31 წლის ქართველი კაცი მოკლული იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზიები ავრცელებენ. ნაპოვნია კიდევ ერთი კაცის ცხედარი. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლითაა მოკლული. მათი ვინაობაც ცნობილია. ქართველი დავით კანდელაკია, ხოლო ამერიკელი ჯოშუა რაისი.

პოლიციის ინფორმაციით, ერთი დღით ადრე, ქართველის გაუჩინარების შესახებ მისმა მეუღლემ განაცხადა მას შემდეგ, რაც ქმარი მას წინასწარ დაგეგმილ ადგილას არ შეხვდა. ამის შემდეგ დაიწყო დაკარგულის ძებნა. პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილების დადგენას ცდილობს.

პოლიციის ინფორმაციით, ქართველი ლუისვილში საცხოვრებლად ერთი თვის წინ გადავიდა. მას ორი წლის ტყუპი შვილები დარჩა.

loading…

პოპულარული

აუქციონი დასრულებულია - აზერბაიჯანელმა მოდელმა ქალწულობა 2 400 000 ევროდ გაყიდა (ფოტოები)
პატრიარქი თავის მთავარი სტიქაროსანს დაემშვიდობა - ილია II- მ 23 წლის ლევან ბორტიშვილს სიონში პანაშვიდი გადაუხადა
10 000 ლარის მოპარული სამკაული - ირინა ონაშვილი ოჯახის დამხმარე ქალმა გაქურდა
"ავადმყოფი დედა-შვილი ვიპოვეთ... ბავშვს შიმშილისგან გონება დაუკარგავს... მართლა სიკვდილის პირას არიან"
დაწერე კომენტარი