აშშ-ში მცხოვრებმა 25 წლის ქართველმა გოგონამ მიწისძვრის გამზომი აპარატი შექმნა

25 წლის ქართველმა ანა რობაქიძემ მიწისძვრის გამზომი აპარატი შექმნა.

როგორც რობაქიძე  აცხადებს, მოწყობილებაზე ჩინელ მეგობართან ერთად ერთ წელზე მეტი მუშაობდა და ახლო მომავალში აპარატის კომერციალიზაცია აშშ-სა და ჩინეთში დაიწყება.

“სახლის ეს მოწყობილობა უფრო სწორ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს, ვიდრე ის, რითაც დღეს ვსარგებლობთ. მოწყობილობას აქვს სპიკერი და მიწისძვრის დროს გეუბნებათ რა უნდა გააკეთოთ ესეთ სიტუაციაში“, – აცხადებს რობაქიძე.

მისივე თქით, თუ აპარატების წარმატებული კომერციალიზაცია განხორციელდება, მომავალში ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ და მიწისძვრის სიმძლავრეს და ეფექტს წინასწარ გაზომავენ.

“ამ დროისთვის, მხოლოდ იაპონიაშია მსგავსი მოწყობილობა, რომელიც მცირედით ჰგავს ჩვენსას, სხვა ქვეყნის ბაზრებზე კონკურენტი არ გვყავს”, – აცხადებს რობაქიძე.

მისივე თქმით, მოწყობილობას აპლიკაციაც აქვს და მისი ფუნქციები ბევრად განსხვავებულია იმ აპარატისგან, რომელიც დღეს იაპონიის ბაზარზეა წარმოდგენილი.

წყარო: http://www.bm.ge

პოპულარული

"არ ქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მაინც ამ სახელს დავარქმევდით" - რას არქმევენ ბავშვს ილო ბეროშვილი და ანი ბებია (ვიდეო)
26 წლის გოგოს მკვლელობის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა - სურამში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები (ვიდეო)
ყალბი ნაომი კემბელი, ანჯელინა ჯოლი და ქეით მოსი - დემნა გვასალიამ მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა
დადიანის გამზირზე ავტომობილი ტროტუარზე შევარდა და ხესა და ბოძს შორის გაიჭედა - ფოტოები ადგილიდან
დაწერე კომენტარი