აშშ-ს წინააღმდეგ ირანის მხრიდან პოტენციური შეტევის საფრთხე დროებით შეჩერებულია – პატრიკ შენაჰანი

ამერიკული სამხედრო ძალების განლაგების შედეგად აშშ-ს წინააღმდეგ ირანის მხრიდან პოტენციური შეტევის საფრთხე დროებით შეჩერებულია. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა სენატორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პატრიკ შენაჰანის თქმით, მიუხედავად ამისა ოფიციალური თეირანის მხრიდან საფრთხე კვლავ მაღალია.

ირანთან შეერთებული შტატების დაძაბული ურთერთობა იყო განხილვის მთავარი თემა ამერიკელ სენატორებთან დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზეც, რომელშიც ამერიკის სახელმწიფო მდივანი და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ.

ურთიერთობები ვაშინგტონსა და თეირანს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპმა ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის და თეირანისთვის სანქციების განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

პოპულარული

ტრაგედია გორში - 2 წლის ბავშვი, რომელსაც მამამ მანქანით გადაუარა გარდაიცვალა
გახარიას დამალული რუსული კვალი - საიდუმლო დოკუმენტები
ივანიშვილი ლევან ვასაძეს აგარაკზე ეახლა - რუსული გრუ-ს ახალი გეგმა საქართველში 2020-სთვის
ბარბარე რაფალიანსის საქმე - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი კარტების გახსნას იწყებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი