აშშ-ის სამხედრო ავიაციამ ერაყში, „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობები დაბომბა

დაბომბა

აშშ-ის სამხედრო ავიაციამ ერაყში, შიიტური სამხედრო დაჯგუფება, „კატაიბ ჰეზბოლას“ იარაღის საწყობები დაბომბა.

ავიაიერიშები ერაყში მდებარე „ტაჯის“ სამხედრო ბაზის დაბომბვის საპასუხოდ განხორციელდა, რა დროსაც ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი დაიღუპა.

„აშშ-მა განახორციელა თავდაცვითი წერტილოვანი დარტყმები „კატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე, ერაყში. ეს დარტყმები მიმართული იყო იარაღის ხუთ საწყობზე“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

პენტაგონში ამბობენ, რომ საწყობებში ინახებოდა ის შეიარაღება, რომელსაც აშშ-ის და კოალიციის ძალების წინააღმდეგ იყენებდნენ.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის განცხადებით, ერაყსა და მთელ რეგიონში ამერიკელი სამხედროების დასაცავად, ვაშინგტონი ყველა აუცილებელ ზომას მიღებს.

ერაყში, კოალიციის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დაბომბვა 11 მარტს განხორციელდა.

ინციდენტს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა.

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
"საშინელი, უსაშველო ხველა ორი კვირა გაგრძელდა, ყველას სხვადასხვა რამ აგვტკივდა..." - რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა
"თაიმ სქვერზე გვამების შესანახი მაცივრები გამოიტანეს... ეს შემზარავი სანახავია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი
როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
დაწერე კომენტარი