აშშ-ის მოქალაქეობა ბოლო წლებში საქართველოს 2904-მა მოქალაქემ მიიღო

2015-2017 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა საქართველოს 2904-მა მოქალაქემ მიიღო, მუდმივი ბინადრობის ნებართვა კი – 4674-მა.

საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მუდმივი ბინადრობის ნებართვების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ს მოქალაქესთან უშუალო ნათესაური კავშირის და ე.წ. მწვანე ბარათის გათამაშების საფუძველზე გაიცა.

ამასთან, ბინადრობის ნებართვის მიღება ოჯახთან გაერთიანებისა და დასაქმების, ასევე ლტოლვილის და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მიღების საფუძველზე ხდება.

„2015-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეების მიერ აშშ-ში მუდმივი ბინადრობის ნებართვის და მოქალაქეობის მიღების მაჩვნებლები მეტ-ნაკლებად სტაბილურია“, – აღიშნულია საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის დოკუმენტში.

დაწერე კომენტარი