აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

ზელენსკი

cyc

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კიევში იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის კადრებს ზელენსკი სოციალურ ქსელებში ავრცელებს.

„შევხვდი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის კიევში. აშშ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში ძლიერი მხარდაჭერის ლიდერია. მადლობა, რომ გვეხმარებით ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

რეკლამა

დაწერე კომენტარი