აღენიშნებოდა თუ არა გიორგი შაქარაშვილის ცხედარს ჭრილობა – რა წერია ექსპერტიზის დოკუმენტში

გიორგი შაქარაშვლი

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე და გიორგი შაქარაშვილის გვამის გარეგანი დათვალიერების ოქმი – დასკვნაში, რომელსაც “მაესტრო” ავრცელებს, წერია: “გიორგი შაქრაშვილის გვამიდან აღებული ვერ იქნა ჭრილობის ანაწმენდი, ვინაიდან შაქარაშვილის გვამს ჭრილობა არ აღენიშნებოდა”.
დასკვნას სამი ექსპერტი აწერს ხელს.

დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე დღეს პირველად ადასტურებს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალებას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება. გეჯაძის თქმით, დაზიანები, რომელიც აღმოჩენილია მიცველებულის სხეულზე შესაძლებელია მიყენებუილი იყოს ნებისმიერი ბლაგვი საგნით.

“ამ დოკუმენტებიდან ცალსახად ირკვევა, რომ მას ჭრილობები არ აღენიშნებოდა და შესაბამისად, ამ მიმართებით რაიმე ნიმუში, ბიომასალის სახით არც აღებულა. ანუ რაღაც ნიუსი ჩავდე – ბლაგვ ტრავმას ადგილი ჰქონდა… ნებისმიერი მკვრივი, ბლაგვი საგანი – შეიძლება იყოს ქვა, ფეხი, მუშტი, ხე. თეორიულად და არა კონკრეტულად და არა საქმის მასალებში, ზოგადად კვრივ-ბლაგვ საგანს წარმოადგენს ხელკეტი, ფეხი, მუშტი. ბუნებრივია, რაღაც დაპირისპირება იყო აბა ახლა თავისით, ხომ არ გადახტებოდა?! ბუნებრივია რაღაცა საფრთხეს ჰქონდა ადგილი და გარბოდა ეს პიროვნება.

კი ბატონო, სახეზე სახეზე აქვს დაზიანებები ბლაგვი ხასიათის ტრავმის სახით, სისხცლნაჟღენთების სახით და ამაბდროულად შინაგანი გამოკვლევის, გულმკერდის ან მუცლის ღრუებში ლოკალიზაციას შეგნებულად არ ვაკონკრეტებ. ნანახია გემატომა, ანუ სისხლჩაქცევა”- აცხადებს გეჯაძე.

დაწერე კომენტარი