“ეს იურისტადაც აღარ ვარგა.. ბევრ ტყუილს როცა ყვები, აღარავინ გიჯერებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

ეს, როგორც ჩანს, იურისტადაც აღარ ვარგა.

სტრასბურგში რუსთავი ორის მიერ გავრცელებული სიყალბეები როგორ უნდა გამოიყენოს ვინმემ როცა სასამართლოს დროებითი ზომის საფუძველი სწორედ ისაა, რომ არხის შინაარსში არ უნდა ჩაერიოს არავინ, რა სისულელეებსაც არ უნდა ყვებოდნენ მის ეთერში – რა იურიდიულ ნონსენსს ყვება.

ძალიან ვინც გძულს, რომ ემსგავსები ამის ნათელი დასტურია გვარამიას განცხადება 

ქოცების ბრალდებას იმეორებს თუთიყუშივით – ევროპარლამენტში წერილებს რომ წერთ, ქვეყნის ინტერესებს აზიანებთო 

რაც შეეხება “ქვეყნის მთავარი გურმანის” განცხადების “ტექსტურას” – კი, ბევრ ტყუილს როცა ყვები, აღარავინ გიჯერებს და რუსთავი ორისადმი ნდობის ტოტალური დაკარგვა, ნამდვილად ივანიშვილის ინტერესებშია.

სწორედ ამას ვგულისხმობდით, როდესაც იმ ყვითელი კაცის დანიშვნა რუსთავის გარდაუვალი თვითდესტრუქციის ნათელ სიგნალად მივიღეთ.

 

t.chergoleishvili_fti_20.1.18

FTI.GE

loading…

პოპულარული

აუქციონი დასრულებულია - აზერბაიჯანელმა მოდელმა ქალწულობა 2 400 000 ევროდ გაყიდა (ფოტოები)
10 000 ლარის მოპარული სამკაული - ირინა ონაშვილი ოჯახის დამხმარე ქალმა გაქურდა
"ავადმყოფი დედა-შვილი ვიპოვეთ... ბავშვს შიმშილისგან გონება დაუკარგავს... მართლა სიკვდილის პირას არიან"
რუსეთის გაძლიერებისთვის ბაიკალელმა შამანებმა 5 აქლემი დაწვეს (ვიდეო +18)
დაწერე კომენტარი