“აღარ გავჩუმდებით…” – გუდაურის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარეს ახალ კადრებს აქვეყნებს

კადრები

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე თამაზ გორთამაშვილის ადვოკატმა და ოჯახის წევრებმა ახალი კადრები წარმოადგინეს. მათი თქმით, დაცვის მხარე ცალმხრივად აწვდის ინფორმაციას და არასწორი ინტერპრეტაცია კეთდება.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ კობიაშვილი შემთხვევის ადგილზე გრძელი გზით ბრუნდება და სამართალდამცავებს არ ურეკავს, რაც იმის დასტურია, რომ მას მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

აუცილებელი მოგერიება აღარ არის, რადგან კონფლიქტი არის დამთავრებული. აქ ერთადერთი მოძალადე არის კობიაშვილი, რომელსაც აქვს იარაღი. მეორე მხარეს არის ორი ადამიანი, რომელსაც არც ერთს არანაირი საგანი უჭირავს, ერთი კონფლიქტში არც მონაწილეობდა და მეორე, რომლის მიზანმიმართული მოკვლაც უნდოდა. ეს არის აღნიშნულ საქმეში სიმართლე. თუ მერაბ კობიაშვილი საშიშროებას გრძნობდა, მან არ დარეკა პოლიციაში, არ გავიდა მოკლე გზით საკუთარ სახლში, – ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე. 

ოჯახის წევრები კობიაშვილის ახლობლებისგან მუქარაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გაჩუმებას არ აპირებენ.

ახლა, როცა ვართ ამ ბრძოლაში და ვცდილობთ, რომ დავამტკიცოთ სიმართლე, ახლა მოგვიწოდებენ, რომ გავჩუმდეთ, ნუ ვლაპარაკობთ ბევრს და დაველოდოთ სასამართლოს, – ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი ნინო გულიაშვილი.

ოჯახის თქმით, მათ თავიდანვე უნდოდათ, რომ სასამართლოს დალოდებოდნენ, მაგრამ კობიაშვილის მხარემ საზოგადოებრივი სასამართლოს მოწყობა მოინდომა და ამ შემთხვევაში უკან აღარ დაიხევენ.

პოპულარული

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ტერორიზმის კვალი საქართველოში? - როგორ შემოვიდა 9 შეიარაღებული პირი ბათუმში იმავე გზით, რომლითაც ახმედ ჩატაევის დაჯგუფება
შემზარავი ამბავი, რომელიც დღეს თბილისში მოხდა - დედამ საკუთარი ახალშობილი კორპუსის ფანჯრიდან გადააგდო (ვიდეო)
სკანდალური წერილი: რატომ უპირისპირდებოდა პანდემიასთან მებრძოლი ცნობილი ექიმი "ოცნების" მაღალჩინოსნებს: "რატომ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც ძალიან არ გვინდა"
საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზე ადის - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში აღებული ვალი, კორუფციულ სქემებში დაიხარჯაებ
ნეკა დოროყაშვილი დედათა მონასტერში წავიდა
თბილისში, ბიძინა კულუმბეგოვისა და ცნობილი მსახიობის ურთიერთობაზე ალაპარაკდნენ - რას ამბობს ანა სანაია
ქართველი ტრანსსექსუალი ქალის ეროტიული ფოტო განხილვის მთავარ თემად იქცა - ალექსიას სასქესო ორგანო ძაღლით აქვს დაფარული (ფოტო)
ხატია სიჭინავას ყავის ჭიქაზე კაცის სასქესო ორგანო "დაეხატა" - რა ფიტოს აქვეყნებს ტელეწამყვანი
დაწერე კომენტარი